საკნატუნო ამბები

10 ჩვევა, რომელიც საბჭოთა ეპოქის ადამიანებს შემორჩათ

fun time

18:00 ოთხ. 17 თებერვალი, 2021 წელი

საბჭოთა ადამიანების
ჩვევები

14
დაკოპირებულია

რაც არ უნდა თქვან „დიადი საბჭოეთის“ თაყვანისმცემლებმა, ეს ჩვევები, პირდაპირ თუ ირიბად, საბჭოთა ეპოქის სიდუხჭირეზე მეტყველებს - პლაკატებზე საბჭოთა რაკეტები სივრცეებს იპყრობდა, ხოლო ღარიბი მოსახლეობა წინდებს კემსავდა  და კბილების მკურნალობას ვერ ახერხებდა. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ჩვევები კარგი შემოსავლის მქონე ადამიანებსაც შემორჩათ, რომლებიც ამას ავტომატურად აკეთებენ. 

1. დახეული წინდების კემსვა

სსრკ-ის თაყვანისმცემლების აზრით, „იმ დროს“ ყველა მდიდრულად და თავისუფლად ცხოვრობდა და ყველაფრის შეძენის საშუალება ჰქონდა, თუმცა იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ჩვევები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ერთ-ერთი ასეთი ჩვევა გახეული წინდების კემსვა გახლდათ. იმ დროს წინდების კემსვის ბევრი ხერხი არსებობდა. ერთ-ერთი იყო გასაკერი წინდის ნათურაზე გადაჭიმვა, რათა ფორმა შეენარჩუნებინა.

2. დახეული ფეხსაცმლის შეკეთება

კიდევ ერთი საყოფაცხოვრებო ჩვევა, რომელიც სსრკ-ში ტოტალური სიღარიბის გამო გაჩნდა, ძველი ფეხსაცმლის მუდმივი შეკეთებაა. საბჭოთა კავშირში ხარისხიანი ფეხსაცმელი მთელი თუ არა, ნახევარი ხელფასი მაინც ღირდა, ამიტომ ადამიანები, რომლებსაც ახლის შეძენის საშუალება არ ჰქონდათ, ძველი ფეხსაცმლის შეკეთებას არჩევდნენ.

3. სტომატოლოგის შიში

„გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყანაში“ ხალხი საკმაოდ ცუდად იკვებებოდა - ცილები, როგორც ხილი და ბოსტნეული დეფიციტში იყო (განსაკუთრებით ზამთარში), რის გამოც ბევრ მოქალაქეს 30-40 წლის ასაკში ცუდი კბილები ჰქონდა. გარდა ამისა, სსრკ-ში კარიესიან კბილებს ანესთეზიის გარეშე, „საწამებელი ბურღით“ მკურნალობდნენ და ნაცრისფერი ცემენტით ავსებდნენ. ამის გამო საბჭოთა ადამიანებს სტომატოლოგებთან მისვლა არ უყვარდათ და ღიმილს მორცხვად მალავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგია კომფორტული და უმტკივნეულო გახდა, ბევრ ადამიანს ძველი ჩვევით დღემდე ეშინია სტომატოლოგთან მისვლა.

4. პროდუქტების მომარაგება

ეს წმინდა საბჭოთა ჩვევა პროდუქტების დეფიციტს უკავშირდება. მაგალითად, თუ რომელიმე მაღაზიაში ხარისხიანი მაკარონი ან კონსერვი გამოჩნდებოდა, ცდილობდნენ, დიდი რაოდენობით ეყიდათ და შეენახათ, რადგან არავინ იცოდა, კიდევ როდის მიეცემოდათ ამის საშუალება.
ახლა ნებისმიერი პროდუქტი ხელმისაწვდომია წლისა და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ამიტომ კარადების პროდუქტით გამოტენას არავითარი აზრი არ აქვს.

5. ძველი ტანსაცმლის შენახვა

საბჭოთა ეპოქის სიღარიბის კიდევ ერთი მაჩვენებელია ძველი ტანსაცმლის წლობით შენახვა. საბჭოთა ადამიანები გვარიანად შელახულ და დახეულ ტანსაცმელსაც კი იშვიათად იმეტებდნენ გადასაგდებად და სხვა დანიშნულებას უძებნიდნენ. მაგალითად, სააბაზანოებში ხშირად შეხვდებოდით იატაკის საწმენდ ტილოებად ქცეულ მაისურებს.

6. პოლიეთილენის პარკების შენახვა

ხარისხიანი პოლიეთილენის პარკი სსრკ-ში დეფიციტური პროდუქციის კატეგორიაში შედიოდა, ამიტომ საგულდაგულოდ ინახავდნენ და არა მარტო ინახავდნენ, გამოყენების შემდეგ რეცხავდნენ კიდეც. ზოგი თავშენახული დიასახლისი ერთი პოლიეთილენის პარკს წლების მანძილზე იყენებდა.

7. რკინის ყუთი ძველი ღილებით

საბჭოთა კავშირის დროინდელი კიდევ ერთი უცნაური ჩვევა, რომელიც ასევე სიღარიბესა და დეფიციტს უკავშირდება, რომელიმე პროდუქტისგან შემორჩენილი უზარმაზარ რკინის ყუთში ძველი ღილების შენახვა გახლდათ. ძველი საბჭოთა რიტუალის თანახმად, ტილოდ გამოყენებამდე ძველი პერანგს ფრთხილად აჭრიდნენ ღილებს და ქილაში ინახავდნენ - იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, იმიტომ, რომ ბებია ასე აკეთებდა.
საბჭოთა დროს, როცა ყველა დანარჩენთან ერთად, ხარისხიანი ღილების დეფიციტიც იყო, ამ ჩვევის ახსნა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ღილების შეგროვება ნამდვილად გაუგებარია. ასე რომ, თუ სახლში ასეთი ქილა გაქვთ, აივნიდან გადააგდეთ.

8. მინის ქილების შეგროვება

ბევრ ადამიანს ასეთი ჩვევა დღემდე შემორჩა - შეძენილი კონსერვების მინის ქილებს გადაყრის ნაცვლად, კარგად რეცხავს, ცხელი წყლისა და საპონის დახმარებით ქაღალდის ეტიკეტს აცლის და კარადის თაროებზე ინახავს, სადაც წლების მანძილზე, მტვრის სქელი ფენით იფარება. არგუმენტი - „არ ვიცი, შეიძლება გამომადგეს“.
სსრკ-ში ასეთი ტრადიციის გაგება შეიძლებოდა - იქ თითქმის ყველა დიასახლისი დაკავებული იყო ზამთრისთვის კონსერვების მომზადებით, მაგრამ ახლა, როცა ამას ერთეულები აკეთებენ, ქილების შენახვა უცნაურ საბჭოთა ფეტიშს წააგავს.

9. პურის კულტი და თეფშის პირწმინდად მოსუფთავება

კიდევ ერთი „ღარიბული“ ჩვევა, რომელიც სსრკ-ში დაიბადა, თეფშის პირწმინდად მოსუფთავებაა, თუნდაც დანაყრებული იყოთ. ამ შემთხვევაში ჩვევა პურის საბჭოური კულტს და ქცევითი ოჯახის მოდელს უკავშირდება. „ბებიაჩემი ასე იქცეოდა” - არგუმენტი აღარ არის. შიმშილობის წლებში სადილს თეფშზე არავინ ტოვებდა, რადგან შეიძლებოდა ვახშამი აღარ ყოფილიყო, მაგრამ ახლა ასეთი ჩვევა გაუგებარია.
ზედმეტი საკვების ჭამას და წონის მომატებას ყველაფერი ჯობს.

10. დაუსრულებელი რემონტი

რემონტი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, საბჭოთა ბინებისთვის დამახასიათებელი იყო - დაქირავებული მუშების კერძო ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობდა, ამიტომ ბინის რემონტს უმეტეს შემთხვევაში თავად მობინადრეები აკეთებდნენ. ასე კი, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას წლები ჭირდებოდა და უკანასკნელ ოთახში შპალერის გაკვრის შემდეგ, პირველი ოთახი ისევ გასარემონტებელი იყო და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. დღეს, როცა კვალიფიციური მუშახელის პოვნის პრობლემა აღარ არსებობს, ბინის რემონტის დასრულებისთვის ორი-სამი თვე საკმარისია.

წყარო: mirovich.media


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია

სოციალური პირობები და დაბერების პრო...

სოციალური სტატუსი და
დაბერების პროცესი

ფერადკანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკან...

გენეტიკის საიდუმლო

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი და X...

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი
და Xiaomi-ს შაომი?