10 გენიალური გამოცანა, რომელიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
16:00 პარ. 3 სექტემბერი, 2021 წელი

ჩართეთ ლოგიკა და მარტივად ამოხსნით...
გამოცანა №1
❓დამნაშავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მას თავად შეუძლია, დასჯის მეთოდი აირჩიოს. მის წინაშეა სამი ოთახი: ერთში ცეცხლი გიზგიზებს, მეორეში ხუთი შეიარაღებული მკვლელი ელოდება, მესამეში 15 ლომია, რომლებსაც უკვე ორი წელია, არაფერი უჭამიათ. რომელი ოთახი უნდა აირჩიოს, რათა გადარჩეს?
გამოცანა №2
❓ როგორ უნდა ჩავტიოთ ბოთლში მთლიანი კიტრი, რომლის დიამეტრიც ბევრად აღემატება ბოთლის ყელის დიამეტრს, თანაც ისე, რომ არც კიტრი დავაზიანოთ და არც ჭურჭელი?
გამოცანა №3
❓სადილის დროს კაცს ყავიან ჭიქაში ბეჭედი ჩაუვარდა. რატომ არ დასველდა სამკაული?
გამოცანა №4
❓სად არის ზღვა უწყლოდ, ტყე - უხეებოდ და ქალაქები - უსახლებოდ?
გამოცანა №5
❓ადამიანს სიცოცხლის მანძილზე ამის მიღება შეუძლია სამჯერ, მაგრამ უფულოდ - მხოლოდ ორჯერ.
გამოცანა №6
❓რამდენს მივიღებთ, თუკი 20-ს გავყოფთ 1/2-ზე და დავუმატებთ 10-ს?
გამოცანა №7
❓მეფემ თავის 3 ქალიშვილს უბრძანა, ჩაიდნებით წყალი აედუღებინათ. სამივე ჭურჭელი ერთნაირია და წყალიც სამივეში თანაბარი რაოდენობით ასხია. ხელმწიფე მზადაა, თავის მემკვიდრედ იმ ქალიშვილის ქმარი დაასახელოს, რომლის ჩაიდანიც ყველაზე სწრაფად ადუღდება.
საბოლოოდ ისე მოხდება, ყველაზე სწრაფად უმცროსი ქალიშვილის ჩაიდანი ადუღდება, მიუხედავად იმისა, რომ მას სულაც არ სურს გათხოვება. რატომ მოხდა ასე?
გამოცანა №8
❓ბევრმა იცის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამვლელებს ფეხსაცმლის გაწმენდას უფასოდ სთავაზობენ. თუმცა, საერთო ჯამში, ისინი, ვინც ამ წინადადების მიმართ ინტერესს იჩენენ, საკუთარი სურვილით იხდიან ფულს ამ მომსახურებაში. რატომ ხდება ასე?
გამოცანა №9
❓თქვენი მეგობრები და ნაცნობები თქვენზე ხშირად იყენებენ მას, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც თქვენ გეკუთვნით. რაზეა საუბარი?
გამოცანა №10
❓ანდრიამ სამი დღე დაჰყო საავადმყოფოში. ის არც ავად იყო და არ ტრავმები ჰქონდა, მაგრამ გამოწერის შემდეგ ნათესავები იძულებულნი იყვნენ, ის მაინც ხელით გამოეყვანათ. რასთანაა ეს დაკავშირებული?
პასუხები✔️:
1. ოთახი, სადაც ლომები არიან - თუ 2 წელია, შიმშილობენ, ისინი დიდი ხნის დახოცილები იქნებიან;
2. პატარა კიტრი, ისე რომ ღეროს არ მოსწყვიტოთ, უნდა მოათავსოთ ბოთლში და დაელოდოთ მის გაზრდასა და დამწიფებას;
3. ყავა მარცვლის სახით იყო ჭიქაში - ჯერ კიდევ მოუხარშავი;
4. იგულისხმება მსოფლიო რუკა;
5. კბილები;
6. მიღებულია ასე გამოთვლა: 20:2+10=20. მაგრამ როცა გაყოფაზეა საუბარი, შეიძლება დრობის ინვერსიული ვარიანტითაც გამოთვალოთ: 20-ჯერ 2-ს + 10;
7. უფროსი ორი და, მოუთმენლობისგან, მუდმივად ხდიდა ჩაიდანს სახურავს, რათა შეემოწმებინათ, ადუღდა თუ არა წყალი. ამან გავლენა იქონია ადუღების დროზე;
8. ერთი ფეხსაცმელი უფასოდ იწმინდება, მეორეს გაწმენდა კი ფასიანია. რათა სულელებად არ გამოჩნდნენ, ტურისტებს ურჩევნიათ, მეორეს გასუფთავებაში ფული გადაიხადონ;
9. თქვენი დრო;
10. ანდრია სამი დღის წინ ამ კლინიკაში დაიბადა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან