საკნატუნო ამბები

10 ყველაზე კუროზული სასწავლო კურსი

fun time

20:00 სამ. 3 მაისი, 2022 წელი

უცნაური სასწავლო კურსები

14
დაკოპირებულია

ყველა უნივერსიტეტს საკუთარი სასწავლო კურსი და პროგრამა აქვს, თუმცა ზოგ სასწავლო დაწესებულებაში სწავლების კურსი და მეთოდოლოგია იმდენად განსხვავებული, რომ დაუჯერებლად ჟღერს.  

1. YouTube-ის სწავლა

დიახ, აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასეთი სასწავლო კურსი ნამდვილად არსებობს. სტუდენტები ძირითადად ონლაინ სწავლობენ, რაც YouTube ვიდეოების ყურებასა და კომენტირებაში გამოიხატება.

2. ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ისტორია

იგივე კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტები ნამდვილად სწავლობენ ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ისტორიას და ლექციებზე მუსიკას უსმენენ.

3. როგორ ჩავიცვათ სწორად

პრინსტონის უნივერსიტეტის სასწავლო კურსი იმაზე, თუ რა კავშირია ადამიანის თვითიდენტიფიკაციასა და ჩაცმას შორის.

4. მეცნიერება ჰარი პოტერის წიგნებში

ინდოეთის ერთ-ერთმა საუკეთესო სამართლის უნივერსიტეტმა, დასავლეთ ბენგალში წარადგინა ახალი სასწავლო კურსი, რომელიც ჰარი პოტერის გამოგონილ სამყაროზეა დაფუძნებული.

ფროსტბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები კი ცდილობენ გაარკვიონ ნამდვილად შეეძლო ჰარის ცოცხს ფრენა თუ არა.

5. „ნაგვის მოგზაურობა“

სანტა კარლის უნივერსიტეტს აქვს სასწავლო კურსი, რომელიც სტუდენტებს დაწვრილებით აღუწერს ნაგვის “მოგზაურობას“ სახლიდან ნაგავსაყრელამდე.

6. მაილი საირუსის სოციოლოგია

ნუ იცინით, სკიდმორის უნივერსიტეტში ასეთი სასწავლო კურსი ნამდვილად არსებობს. აქ სტუდენტებს ასწავლიან ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის წარმატების ფორმულას ანუ როგორ იქცა ის უბრალო გოგონადან მსოფლიოში ცნობილი სექსსიმბოლო.

7. ანიმაციური სერიალის "სიმპსონების" ფილოსოფია

კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტს აქვს სპეციალური სასწავლო კურსი იმის შესახებ, თუ როგორ შუქდება პოპულარულ მულტფილმში სოციალური, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი საკითხები.

8. როკ ჯგუფ Phish-ის ფილოსოფია

დიახ, ასეთი სასწავლო კურსიც არსებობს. ორეგონის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლობენ როკ ჯგუფის სიმღერების ტექსტებს და ცდილობენ ჩასწვდნენ მის ფილოსოფიას. სხვათა შორის, ვაშინგტონის უნივერსიტეტში რეპერი 2PAC ფილოსოფიას ასწავლიან ესთეტიკის თვალსაზრისით.

9. როგორ ვუყუროთ ტელევიზორს

ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ მონკლერის კოლეჯის სტუდენტები განიხილავენ როგორ ვუყურებთ ტელევიზორს და „როგორ აღიქმება სატელევიზიო შოუები მაყურებლის მიერ“.

10. როგორ ვეკამათოთ მოსამართლე ჯუდის

მოსამართლე ჯუდი პოპულარული ამერიკული სასამართლო შოუს გმირია. კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ასწავლიან როგორიუნდა იყოს მათი არგუმენტები სასამართლოს მიმდინარეობის დროს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის