საკნატუნო ამბები

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმარება კანონით ისჯება - რა არის მიზეზი?

fun time

18:05 სამ. 30 აპრილი, 2024 წელი

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

14
დაკოპირებულია

უცნობი ადამიანის დახმარება თითქმის ყველა კულტურაში უზენაეს სათნოება მიიჩნევა, მაგრამ ქრისტიანულ ქვეყნებში ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია. ჩვენ შვილებს ვასწავლით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხანდაზმულებს ადგილი უნდა დავუთმოთ, გზის გადაკვეთაში და სახლამდე მძიმე ჩანთების მიტანაში უნდა დავეხმაროთ.

ოდესღაც უცნობებს ჩინელებიც ეხმარებოდნენ, მაგრამ ბოლოს ამის გაკეთება შეწყვიტეს.

დღეს ჩინეთში მცხოვრები ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევას რომ შეესწროს, დაზარალებულის დასახმარებლად თითს არ გაანძრევს. ამ ქვეყანაში მოხუცები ახალგაზრდებისგან დახმარებას არ ელიან. ხანდაზმული ადამიანი ქუჩაში რომ წაიქცეს, უმეტესობა გვერდს აუვლის და გზას გააგრძელებს.

ადამიანების გულგრილობის მიზეზი ჩინეთის ბიუროკრატია გახდა

როგორც ირკვევა, ზოგჯერ მოხუცი, რომელსაც გულისხმიერი ახალგაზრდა დაეხმარა, სასამართლოს მიმართავს და მასზე საჩივარს წერს.

უმეტეს შემთხვევაში სასამართლო საქმეს მოსარჩელის სასარგებლოდ წყვეტს და მოპასუხეს მისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

უფრო მეტიც, შეიძლება ახალგაზრდა ინციდენტში მონაწილეობაში დაადანაშაულონ, რაც ასევე სასჯელს ნიშნავს. ასეთი პრაქტიკა იმდენად გავრცელებულია, რომ საბოლოოდ, ჩინელები ჯარიმების გამო, უბრალოდ, გულგრილები გახდნენ.

შემთხვევა ქალაქ დაჩჟოუში

რამდენიმე წლის წინ, ქალაქ დაჟოუში მომხდარი შემთხვევის შესახებ მთელმა ჩინეთმა გაიგო - მოხუცი ქალი ქუჩაში წაიქცა და ფეხი მოიტეხა. ქალი ხმამაღლა ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.

მოხუცს სკოლიდან სახლისკენ მიმავალი სამი მოზარდი დაეხმარა და პირველადი დახმარება გაუწია, მაგრამ მადლობის ნაცვლად, მოხუცმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბიჭებმა ხელი ჰკრეს და ამიტომ დაშავდა. ქალმა მოზარდებს სასამართლოში და მათი მშობლებისგან 20000 იუანი (3290$) მოითხოვა.

საბედნიეროდ, საქმე მოზარდების სასარგებლოდ გადაწყდა. სასამართლომ მოხუცი ქალი ტყუილში გამოიჭირა და გამოძალვის მცდელობისთვის შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

კიდევ ერთი დამაჯერებელი მიზეზი გულგრილობისთვის

ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით, ექიმებს ფულს ის ადამიანი უხდის, ვინც სასწრაფო დახმარება გამოიძახა 😕

ბევრისთვის ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს გვერდი აუაროს.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდა ჩინელი, რომელმაც მოხუცს სამედიცინო დახმარების ფული გადაუხადა, ამ ფულს უკან არასოდეს მოითხოვს. ეს მის რწმენას ეწინააღმდეგება - ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთში მოხუცების პატივისცემა სისხლში აქვთ.

ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჩინელების თითქმის 80 პროცენტი ამბობს, რომ უცნობი ადამიანის დახმარებას ვერ გაბედავს - გამომძალველმა მოხუცებმა ახალგაზრდები სიკეთის კეთებას გადააჩვიეს.

ესეც დაგაინტერესებთ

4 დაუჯერებელი წესი ჩინელების ყოველდღიურობიდან

რატომ იმატა ჩინეთში ცარიელი ქალაქების რიცხვმა?

ჩინეთი და იაპონია - განსხვავებები ყოველდღიურ ცხოვრებაში



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი