საკნატუნო ამბები

4 დაუჯერებელი წესი ჩინელების ყოველდღიურობიდან

fun time

18:00 პარ. 4 აგვისტო, 2023 წელი

არავითარი პირადი სივრცე!

14
დაკოპირებულია

თუ ჩინეთში გამგზავრებას ან ჩინელების ოჯახში სტუმრობას გეგმავთ, მათი ბევრი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეთ. აი, მაგალითად:

სახალხოდ ფურთხება

არ გაგიკვირდეთ, თუ ვახშმის დროს დახვეწილი ნაკვთების მქონე ჩინელი ქალი ხმამაღლა დაახველებს და გადააფურთხებს.

ჩინელების ეს უჩვეულო ჩვევა უცხოელებს შოკში აგდებს, მაგრამ ის აღზრდის პრობლემების კი არა, ძველი ჩინელი მკურნალების სწავლებიდან მომდინარეობს - მათი აზრით, ნერწყვისა და ნახველის გადაყლაპვა ორგანიზმისთვის ძალიან საზიანოა, ამიტომ ბევრი დღემდე, მით უფრო ასაკიანი ან სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, სახალხოდ გადაფურთხებას არ ერიდება.

სხვათა შორის, თავად მაო ძედუნიც შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ვიზიტის დროს საფურთხებელ კოლოფს იყენებდა.

თანამედროვე ჩინეთში ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობას ეს ჩვევა დაავიწყოს. მატარებლებში, სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებში ამკრძალავი ნიშნებია გამოკრული და გადაფურთხება სერიოზული ჯარიმით ისჯება.

სადაც გინდა, ყველგან ტუალეტია

ჩინელებისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება უხამსი რამ იყოს.

ჩინელები ბუჩქებს არ ეძებენ, რომ მოეფარონ და ბუნებრივი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ - ამის გაკეთება სადმე პარკში, სახალხოდაც შეუძლიათ.

არანაირი პირადი სივრცე

ჩინელ ქალებისთვის გაუგებარია პირადი სივრცის კონცეფცია. ისინი მუდმივი ხალხმრავლობის, ჭყლეტისა და აურზაურის პირობებში იზრდებიან და სრულიად არ იზიარებენ ასეთ სიტუაციებში მოხვედრილი ევროპელების შფოთვას და უხერხულობას.

ჩინელებს უხერხულობას არ უქმნის მაღაზიაში ან ტრანსპორტში უცხო ადამიანთან ძალიან ახლოს დგომა და ყურთან ხმამაღლა ლაპარაკი და ასეც იქცევიან, თუნდაც ამის საჭიროება არ იყოს.

ნაგავი

ჩინელებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ. მათი შრომისმოყვარეობის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის, ამიტომ დასვენებისთვის უბრალოდ, დრო არ აქვთ.

მშვიდად ჭამას და ფინჯანი ყავის დალევას ჩინელები ძირითადად ტრანსპორტში, A წერტილიდან B წერტილამდე მგზავრობის დროს ახერხებენ.

როგორც წესი, მოგზაურობის დროს ჩინელები ბევრს ჭამენ, ხოლო საკვების შეფუთვას იქვე, სავარძლებთან ყრიან. შიდა რეისებზე მომუშავე ავტობუსები და მატარებლები დღის ბოლოს მოძრავ ნაგავსაყრელებად იქცევა ხოლმე და ამას ყველა მშვიდად ხვდება.

ესეც საინტერესოა:

რატომ იმატა ჩინეთში ცარიელი ქალაქების რიცხვმა?

რას ნიშნავს აღმოსავლური ქვეყნების სახელები: პაკისტანი, ავღანეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ბანგლადეში?

ჩინელი ლი ჩინ-იუენი - ადამიანი, რომელმაც 256 წელი იცოცხლა!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი