საკნატუნო ამბები

10 წელი გავიდა - როგორ გამოიყურება ცნობილი 6 ტყუპი დღეს

funtime

14:00 შაბ. 17 აპრილი

როსონო და მია მაკგების
ექვსი ტყუპი
14
დაკოპირებულია

ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ექვსი ნამცეცა ახლა მესამე კლასში სწავლობს. 2010 წლის ზაფხულში, ოჰაიოს შტატში მცხოვრები როსონო და მია მაკგები ექვსი ტყუპის მშობლები გახდნენ.  ოჯახს ერთბაშად ოთხი ვაჟი: ელაიჯა, ისააკი, ჯოსია და როსონ უმცროსი და ორი ქალიშვილი: მედისონი და ოლივია შეემატა. ამ დღის შემდეგ, მაკგების ცხოვრება გაცილებით დაძაბული, მაგრამ გაცილებით ბედნიერი გახდა.

ნამდვილი სასწაული

მაკგების პირველი საოჯახო სატელევიზიო შოუ, Six Little McGhees, ოპრა უინფრის ქსელში უჩვენეს. საერთო ჯამში, ეკრანებზე 2012 წლიდან 2014 წლამდე სამი სეზონი გამოვიდა. განსაკუთრებულად პოპულარული 2010 წლის ფოტო იყო, რომელზეც ექვსი შვილის გარემოცვაში მძინარე მამა ჩანდა. ის ნამცეცები ახლა ასე გამოიყურებიან.

დრო გადის, ბავშვები იზრდებიან

დღეს მაკგები ცხრა წლის ბავშვები არიან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან მეათე დაბადების დღისთვის, რომელიც ივნისში ექნებათ. როცა მრავალშვილიან დედას ეკითხებიან, გამარტივდა თუ არა გაზრდილი ტყუპების მოვლა, ის პასუხობს, რომ არა. მია მაკგი ამბობს, რომ მისი შვილები დღისით ან ღამის ნებისმიერ დროს ყველგან არიან. თითოეულ მათგანს აქვს თავისი სურვილები, შეხედულებები, გემოვნება და ინდივიდუალურობა, რის გამოც მათთან საერთო ენის გამონახვა საკმაოდ რთულია.

ბედნიერი დედა რეალტორად მუშაობს, მისი მეუღლე კი ხალიჩების საწმენდი კომპანიის მფლობელია. მიას თქმით, მასაც იგივე საქმეების კეთება უწევს, რაც ყველა მშობელს, მაგრამ ექვსჯერ მეტად. განსაკუთრებით რთულია თითოეული ბავშვისთვის თვალყურის დევნება, როცა ისინი საღამოობით საშინაო დავალებას ასრულებენ. ახლა ისინი მესამე კლასის მოსწავლეები არიან და თითოეული მათგანი სრულიად განსხვავებულია. სახლში ყოველდღე სიგიჟემდე მისული ქაოსია. განსაკუთრებით საშინაო დავალების შესრულების დროს.

ცხოვრება ექვსი შვილით

ბავშვები იზრდებიან და უფრო მეტი ადგილი სჭირდებათ. მშობლები უკვე გეგმავენ 12 ადგილიანი მიკროავტობუსის შეძენას, საძინებელი და სამუშაო ადგილების ისე განაწილებას, რომ ყველა კმაყოფილი და ბედნიერი დარჩეს.

ამჟამად ოჯახი ცხოვრობს სახლში, სადაც ოთხი საძინებელია - ორი გოგონა ერთ ოთახში ცხოვრობს, ორ-ორი ბიჭი კი ასევე ორ სხვა ოთახში. მშობლები აღიარებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათი წლის განმავლობაში ერთდროულად, ექვს შვილს ზრდიან, მათგანაც ბევრს სწავლობენ. ტყუპებს შორის ურთიერთობა ძალიან თბილია. დედა ამბობს, რომ ისინი ერთმანეთის დამცველები და საუკეთესო მეგობრები არიან.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შემთხვევა, რომელიც ფილმის სიუჟეტს ჰ...

68 წელი ერთად

მსხვერპლშეწირვა შვილებისთვის - მამრ...

ქამელეონი

5 ისტორიული დესერტი

დესერტის ისტორია

როგორ ებრძვის მსოფლიოს სხვადასხვა ქ...

საცობი ქალაქში

5 ჰოლივუდური შეყვარებული წყვილი, რო...

საუკეთესო კინოწყვილები

ყავის ჭიქიდან დაწყებული, უნიტაზით დ...

ოქროს სასტუმრო ჰანოეში

მიკროსახლები უსახლკაროებისთვის - რო...

სახლი 17 კვ.მ.

როკ ენ როლი და ვაქცინაცია - როგორ ი...

როგორ იხსნა ელვის პრესლიმ
მსოფლიო ეპიდემიისგან

როგორ გამოიყურებოდნენ ისტორიული პირ...

პავლე მოციქული