საკნატუნო ამბები

5 ადგილი დედამიწაზე, რომელსაც „პატრონი არ ჰყავს“

fun time

16:00 ხუთ. 17 ივნისი, 2021 წელი

ბირ-თავილი

14
დაკოპირებულია

„უპატრონო მიწა“ - ანუ ტერიტორია, რომელზეც მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ ვრცელდება. ოდესღაც მთელი კონტინენტები ასეთი „უპატრონო“ იყო, მაგრამ გეოგრაფიული აღმოჩენების და ევროპული კოლონიზაციის შემდეგ მხოლოდ 5 თავისუფალი რეგიონი დარჩა. 

1. ბირ-თავილი (Bir tawil)

ეს არის 2060 კმ-ზე გადაშლილი მიწის ნაკვეთი სუდანსა და ეგვიპტეს შორის. რაც ყველაზე უცნაურია, ორივე სახელმწიფო კატეგორიულ უარს ამბობს ბირ-თავილის ფლობაზე და ცდილობენ, ეს მიწა ერთმანეთს შეაჩეჩონ.

შექმნილი მდგომარეობა დიდი ბრიტანეთის კოლონიალური პოლიტიკის დამსახურება გახლავთ, რომელიც XIX საუკუნეში ორივე აფრიკულ სახელმწიფოს მართავდა. 1898 წელს ინგლისელებმა ეგვიპტესა და სუდანს შორის საზღვარი 22-ე პარალელზე გაავლეს, თუმცა 1902 წელს გადაწყვეტილება შეცვალეს და ბირ-თავილი ეგვიპტეს, ხოლო ჰალაიბა სუდანს მიანიჭეს.

ეგვიპტელები ინგლისელების გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ, რადგან ჰალაიბა ნავთობითა და ნაყოფიერი მიწებით მდიდარი ტერიტორიაა, ხოლო ბირ-თავილი უდაბნო.

1995 წელს, ხანგრძლივი შეტაკებების შედეგად, ეგვიპტის ჯარებმა ჰალაიბის სამკუთხედი დაიბრუნეს, ბირ თავილი კი სუდანს დაუტოვეს. თუმცა, რეგიონი ყველასთვის უსარგებლო სღმოჩნდა. ამჟამად ის დაუსახლებელი ადგილია, სადაც ცხოვრება სახიფათოა.

2. გორნია სიგა (Gornja Siga)

სერბეთისა და ხორვატიის საზღვრების გადაკვეთაზე მდებარეობს ტყით დაფარული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი მხოლოდ 7 კმ-ია. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ეს რეგიონი დაუსახლებელი გახდა. მას შემდეგ, ქვეყნებს შორის, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ტერიტორიული დავა აღარ ცხრება, თუმცა გორნია სიგზე ორივე მხარე უარს ამბობს, რომ უფრო მიმზიდველი სადავო მიწები არ დაკარგონ.

2015 წელს ჩეხმა აქტივისტმა ვიტ ედლიჩკამ გორნია სიგაში ლიბერლენდის ვირტუალური სახელმწიფო შექმნა და სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე მცხოვრებს მოქალაქეობა დაურიგა. ამჟამად ხორვატი და სერბი მესაზღვრეები ამ ტერიტორიაზე არავის უშვებენ იქ ის სრულიად ცარიელია.

3. ანტარქტიდა, მერი ბერდის მიწა (Marie Byrd Land)

1959 წლის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, ანტარქტიდა ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადდა, სადაც მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობაა დაშვებული. ამის მიუხედავად, ანტარქტიდის მიწაზე ბევრ ქვეყანას აქვს პრეტენზია. კონვენციის გაუქმების შემთხვევაში, კონტინენტს ნაწილებად დაიტაცებენ.
მერი ბირდის მიწა განცალკევებით, დასავლეთის გრძედის 103 ° და 158 ° შორის მდებარეობს. 1951 წელს იაპონიამ უარი თქვა ამ რეგიონის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე ის „უპატრონო მიწის“ სტატუსით დარჩა.

4. დასავლეთი საჰარა (Sahara Occidental)

რეგიონი, რომლის ფართობია 266 800 კმ-ია, აფრიკის ჩრდილო – დასავლეთით მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის 96% უდაბნოთია დაფარული, დასავლეთი საჰარა ნავთობით, რკინით და ფოსფორიტებით მდიდარია, ამიტომ მისი დაუფლებისთვის მაროკოსა და თვითგამოცხადებულ საჰარის არაბთა დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის შორის გაცხოველებული ომი მიმდინარეობს. ამ უკანასკნელს მხარს ალჟირი უჭერს. კონფლიქტში დამნაშავეები ესპანელები არიან, რომლებიც ტერიტორიას 1976 წლამდე აკონტროლებდნენ და ისე დატოვეს, რომ არც ერთი მხარისთვის მიუკუთვნებიათ.

5. სკარბოროს კონცხი

ნავთობითა და გაზით მდიდარი ორი დაუსახლებელი კუნძული სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რომელზეც პრეტენზიას ჩინეთი, ვიეტნამი, ფილიპინები, მალაიზიაა, ბრუნეი და ტაივანი აცხადებენ. ოფიციალურად, სკარბოროს კონცხი „უპატრონო მიწაა“, თუმცა სხვებთან შედარებით ძლიერი ჩინეთი მის მისაკუთრებას ცდილობს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“