საკნატუნო ამბები

5 მინისერიალი უქმეებისთვის

სალომე ჩაჩიბაია

14:00 შაბ. 16 იანვარი, 2021 წელი

THE TRUTH ABOUT THE HARRY QUEBERT AFFAIR

14
დაკოპირებულია

გემრიელად მოკალათდით და ჩაუჯექით:

 

სიმართლე ჰარი ქუბერთის საქმის შესახებ


ექიმობიდან მწერლობამდე ერთი ნაბიჯია. თუ, რაღა თქმა უნდა მსახიობი ხარ. ნუთუ პატრიკ დემპსთან ერთად შაბათ-კვირის გატარებაზე უარს იტყვით?! მის მიერ შექმნილი მისტიკური მწერალი ათასგვარ ამბავში გაგხვევთ, თავგზას ისე აგიბნევთ, სერიალის ბოლომდე ვერ მიხვდებით, ვინ არის დამნაშავე 15 წლის გოგოს მკვლელობაში. ბოლოს კი, მერწმუნეთ, თავადაც გაგიკვირდებათ, რომ ეს ამბები ისე გამოიარეთ, დივანიდან ყავის დასალევადაც კი არ ამდგარხართ.

რომანოვები



თუ სამოგზაუროდ ერთი ქვეყანა არ გყოფნით და მთელი მსოფლიოს შემოვლა გსურთ, რომანოვების შთამომავლობასთან ერთად მოგზაურობაზე უარის თქმა დანაშაულია. ამ სერიალის პერსონაჟებს სწამთ, რომ რომანოვები იმ ღამით არ დაუხვრეტიათ და სამეფო გვარის წარმომადგენლები არიან. როგორები იქნებოდნენ ისინი ჩვენს დროში რომ ეცხოვრათ? ამ შეკითხვაზე რეჟისორ მეტიუ უეინერს გასაოცარი პასუხები აქვს.

ემილი პარიზში



შესაძლოა, შენ სახლიდან მუშაობ და საკუთარ სამსახურთან სრულ ჰარმონიაში ხარ. აი, ამერიკელ ემილის კი ნამდვილად არ გაუმართლა, როცა საფრანგეთში გაგზავნეს. შური, დაპირისპირება და მიუღებლობა მის პარიზულ დღეებს ჯოჯოხეთისკენ გზავნის, თუმცა პარიზი თავის რომანტიკულ განწყობას ამერიკელ გოგონასაც ახვევს თავს.

ევას მკვლელობისას


სერიალი რუსული ფესვების მქონე დაქირავებულ მკლვლელზე მოგვითხრობს. ეს ცივსისხლიანი არსება მორიგი დავალებისას სათანადო მოწინააღმდეგეს შეხვდება - მორიდებულ სპეცსამსახურის თანამშრომელს, რომელსაც საკუთარი ცხოვრების შეცვლა სურს.

კაცი მაღალ კოშკში


თუ ამ შაბათ-კვირას გონების დაძაბვის ხასიათზე ხარ, ფილიპ დიკის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციის ხილვას გირჩევთ. სიუჯეტი ალტერნატიული რეალობაა (IF ტიპის), მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური ქვეყნების ალიანსმა გაიმარჯვა, შესაბამისად აშშ-ს ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო, დიდი გერმანული რეიხი (Greater German Reich) და იაპონური წყნარი შტატები (Pacific States), ჩამოყალიბდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იტალიაში დააკანონეს ანაზღაურებადი შ...

შვებულება ავად გამხდარი
შინაური ცხოველის
მოსავლელად

სახეზე მიხატული ღიმილი — უძველესი ხ...

აინუს ტომი

„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდა...

ბანჯგვლიანი კუ

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყვე...

აღდგომის კუნძული

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?