საკნატუნო ამბები

7 რამ, რაც ბავშვს არ უნდა აუკრძალოთ!

fun time

14:00 სამ. 1 ივნისი, 2021 წელი

რა არ უნდა აუკრძალოთ
ბავშვს

14
დაკოპირებულია

ნებისმიერი მშობელი ოცნებობს, მისი შვილი ყოველმხრივ განვითარებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. სამწუხაროდ, ხშირად მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა და ასეთ დროს მშობლები, პირველ რიგში, ბავშვებს ადანაშაულებენ.

დამოუკიდებლად ჭამა

ის ჯერ ძალიან პატარაა და აუცილებლად მოითხუპნება ჭამის დროს, მაგრამ დამოუკიდებლად ჭამის აკრძალვით უგულებელყოფთ მის სწრაფვას, გახდეს ისეთივე დიდი, როგორიც დედიკო და მამიკო არიან და ეჭვი შეგვაქვს მის შესაძლებლობებში.

დახმარების სურვილი

მშობლები, რომლებიც ხშირად იყენებენ სიტყვებს: „დააქცევ“, „ხელს ნუ მიშლი“, „უშენოდაც გავართმევ თავს“ და მუდმივად უშლიან შვილს დახმარებას, როგორც წესი, რამდენიმე წელიწადში ჩივიან, რომ მათი შვილი მოუწესრიგებელია და არაფრის გაკეთება სურს. მართალია, თქვენი პატარა თავისი დახმარებით ბევრ საზრუნავს გაგიჩენთ, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავი საჭიროდ იგრძნოს, მოისმინოს თქვენი შექება. ამ საქციელით ის პატარაობიდანვე მიეჩვევა წესრიგსა და ორგანიზებულობას. თუკი თქვენი შვილი ჯერ ძალიან პატარაა, მიეცით ისეთი დავალება, რომლის შესრულებას მარტივად გაართმევს თავს. მაგალითად: ყვავილების მორწყვა, სათამაშოების დალაგება თაროზე და ა.შ.

დამოუკიდებლად ხატვა

ნუ დაუშლით თქვენს პატარას ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობას სტანდარტული გამოთქმებით: „დაისვრები“, „დახატავ კედლებზე“, „საღებავებს პირში ჩაიდებ“. ხატვა ავითარებს შემოქმედებითი აზროვნების უნარს და თქვენს პატარას სამყაროს უკეთ აღქმაში უწყობს ხელს.

საკუთარი აზრის გამოთქმა

ბევრი მშობელი იზიარებს ბავშვის აღზრდის თანამედროვე მეთოდს და ეთანხმება აზრს, რომ ბავშვი - ეს არის სრულყოფილი პიროვნება საკუთარი აზრებით, სურვილებითა და მოთხოვნილებებით. მაგრამ ბევრიც გამოთქვამს ფრაზებს: „შენ არაფერი გესმის“, „შენზე უკეთ ვიცი, რა გავაკეთო“, „იმიტომ, რომ მე ასე გადავწყვიტე“. ეს სიტყვები არა მხოლოდ სწყინს თქვენს პატარას, არამედ შეურაცხყოფს მას. მიმართეთ მას ისე, როგორც თანასწორ ადამიანს და ერთობლივად მიიღეთ გადაწყვეტილებები. ეს ასწავლის პატარას, როგორ იმოქმედოს ანალოგიურ სიტუაციებში.

ემოციების აქტიურად გამოხატვა (სირბილი, ყვირილი, ხტუნვა)

ის, რაც მოზრდილ ადამიანს შეუსაბამოდ მიაჩნია, ბავშვისთვის ბუნებრივი საშუალებაა, მოეშვას და გამოყოს დაგროვილი ენერგია. ზრდილობიანად მოქცევა აუცილებელია საზოგადოებაში: საბავშვო ბაღში, ქუჩაში, მაღაზიაში, საავადმყოფოში... იქ, სადაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც სახლში, ადამიანს შეუძლია, იყოს ისეთი, როგორიც ის არის. ეს ბავშვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სათამაშო მოედანზე და ქუჩაში თამაში

შეუძლებელია, მსგავს ადგილებს ჩაუაროთ და არ გაიგონოთ სიტყვები: „წაიქცევი“, „თავს დაარტყამ“, „დაისვრები“, „არ აძვრე მაღლა“, „არ ირბინო“, „არ იხტუნაო“. უმჯობესია, ვასწავლოთ პატარას, როგორ ჩამოსრიალდეს სასრიალოზე სწორად ან როგორ ავიდეს კიბეზე, ვიდრე გამუდმებით ვუსაყვედუროთ მას. ბავშვები ისწრაფვიან, შეიცნონ გარშემო სამყარო - დავეხმაროთ მათ! ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მულტფილმების ყურება

თანამედროვე მულტფილმები - ეს ცალკე სტატიის თემაა. ბავშვისთვის (განსაკუთრებით თუკი საბავშვო ბაღში დადის) ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს, რაზე საუბრობენ მისი თანატოლები. მულტფილმები შესაძლოა, საინფორმაციო გამოშვებას შევადაროთ - ბავშვსაც სურს, იყოს საქმის კურსში! შეურჩიეთ მას ისეთი მულტფილმები, რომლებიც თქვენთვის მისაღებია და უყურეთ ერთად.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში