საკნატუნო ამბები

ჩეხი ექიმი, რომელმაც თბილისში სამხედრო ჰოსპიტალი დააარსა და ქართულ კურორტოლოგიას ჩაუყარა საფუძველი

სალომე ჩაჩიბაია

20:00 ოთხ. 17 თებერვალი, 2021 წელი

ჩეხი ექიმი იან პრიბილი

14
დაკოპირებულია

თბილისში პირველი სამხედრო ჰოსპიტალი ჩეხმა ექიმმა დააარსა. უცნაურია, არა? მეტსაც გეტყვით -  საქართველოს ბალნეო-კლიმატურ (ახტალა, ბორჯომი, აბასთუმანი) სიმდიდრეთა ათვისება ამ მეცნიერის სახელს უკავშირება. ამ ბლოგში სწორედ ამ ჩეხი ექიმის, იან პრიბილის ამბებს გიამბობთ. 

იან (ივანე) ანტონინის ძე პრიბილი 1782 წლის 14 სექტემბერს ქალაქ იიჩინ-ში (Jičín) დაიბადა. მისი დედა ანა შტერბოვასა გახლდათ, მამა - ანტონინ პრიბილი, ტანსაცმლის მკერავი იყო.

მან განათლება ჯერ პრაღაში მიიღო - 1799 – 1802 წლებში სწავლობდა Universitas Carolina Pragensis-ის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, 1802 – 1804 წლებში სწავლა გააგრძელა იმავე უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, შემდეგ კი განათლების მისაღებად ვენაში გადავიდა. იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

იან პრიბილი კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისა და პეტერბურგის ექიმთა საზოგადოების საპატიო წევრი, შავი ჭირისა და ქოლერის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე.

იანი ვენიდან სამუშაოდ რუსეთში მიავლინეს, სადაც ჯერ სამხედრო ექიმად მსახურობდა, შემდეგ კი, პირველ პოლკთან ერთად, საქართველოში გადმოსვლა მოუწია. თბილისში 1808 წელს ჩამოვიდა და სიცოცხლის ბოლომდე აქ დარჩა.

მან საქართველოში 50 წელზე მეტი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი სახელი „ქართული მედიცინის ისტორიის“ წიგნშიც არის შესული.

იან პრიბილი გავლენიან ქართველებთან დაახლოებული პირი იყო. პრიბილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახთან, მკურნალობდა გრიბოედოვს.

ცოლად ქართველი თავადის ქალი, ექომების ოჯახის შვილი ეკატერინე ყარაშვილი შეირთო, რომელიც კათოლიკე იყო.

იან პრიბილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით