საკნატუნო ამბები

ჩოჩხათის წიგნის კლუბი - პირველი ბიბლიოთეკა საქართველოში, რომელსაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტუგალიიდან ეწვივნენ

სალომე ჩაჩიბაია

18:03 ხუთ. 28 ივლისი, 2022 წელი

წიგნის კლუბი ჩოჩათში

14
დაკოპირებულია

გსმენიათ წიგნის კლუბზე, რომელიც გურიის სოფელ ჩოჩხათში მდებარეობს? თუკი არა, მაშინ ჩვენ მოგიყვებით, რომ ეს არის სივრცე, რომელსაც მხოლოდ სამკითხველოს ფუნქცია არ აქვს. აქ შეგიძლიათ არა მხოლოდ წაიკითხოთ, არამედ დახატოთ, გაერთოთ და ჩაერთოთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში.

წიგნის კლუბი არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესოა. სწორედ ამ ბიბლიოთეკაში ხორციელდება წიგნის კლუბის პროექტი, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. პროექტი მიზნად ისახავს ინკლუზიური და თანასწორი განათლების, ასევე, უწყვეტი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას.

ბიბლიოთეკა მუდმივად ჩართულია სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო, შარშან პროექტ „ჩიტალიშტეში“ მონაწილეობა, რომლის მიზანიც იყო თემის განვითარება ბულგარეთის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით. თუმცა, კოვიდპანდემიის გამო აღნიშნული პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა. ამას გურიის ბიბლიოთეკისთვის ხელი არ შეუშლია, ფარ-ხმალი არ დაყარა და მალევე სტუდენტურ-ახალგაზრდულმა სათათბირომ გაცვლითი პროგრამის განხორციელება პორტუგალიასთან დაიწყო.



„პროექტს ახორციელებდა სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო და აქტიური ბულგარული საზოგადოება. პროექტი დააფინანსა ბულგარეთის საელჩომ. ეს ითვალისწინებდა გაცვლით პროგრამას. ჩვენ 1 კვირით ვიყავით სასწავლო ვიზიტით ბულგარეთში, სადაც გავეცანით იქაური ბიბლიოთეკების მუშაობას. იქაც, როგორც ჩვენთან, წიგნის კლუბში, ბიბლიოთეკას არ აქვს მხოლოდ სამკითხველოს ფუნქცია. მუშაობენ სხვადასხვა კუთხით. პროექტის მიზანი იყო, რომ ჩვენ დაგვენერგა ეს გურიაში და ამის განვითარება გურიის რეგიონიდან ყოფილიყო. შეხვედრები და აქტივობები ჩავატარეთ, იმისთვის, რომ იქ მიღებული ცოდნა გურიის ბიბლიოთეკარებისთვის გაგვეცნო. ბულგარეთიდან საელჩოს მიერ გამოგზავნილი დელეგაცია უნდა მიგვეღო და ჩვენს ბიბლიოთეკაში უნდა ჩამოსულიყვნენ. მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ დელეგაცია და შეჩერდა ეს პროექტი.

ამიტომ, სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო ამ ეტაპზე პორტუგალიასთან ახორციელებს გაცვლით პროგრამას. ორი პორტუგალიელი მოხალისე წიგნის კლუბელებთან ერთად პრეზენტაციებს მართავენ, გეგმავენ აქტივობებს. მაგალითად, კვირაში ერთხელ დაგეგმილია ფილმის ჩვენება და განხილვა. სიმღერების და ცეკვის დღეები გვაქვს, ასევე, მხიარული სტარტები და სპორტის დღეები. კვირაში ერთი დღე ეთმობა პორტუგალიური და ქართული ენების შესწავლას. ჩვენი მოხალისეები პროფესიით მხატვარ-დიზაინერები არიან. ბავშვებს ასწავლიან სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დამზადებას. ასევე, კედლების მოხატვას, პრაქტიკაშიც განახორციელეს. დაზიანებული კედლები მოხატეს. მოხალისეები ჩვენთან 2 თვით არიან ჩამოსული, სექტემბერში მიფრინავენ. ჩვენი მიზანი არის, რომ ევროკლუბები ჩამოყალიბდეს და ევროპიდან მივიღოთ მოხალისეები, ასევე ჩავერთოთ გაცვლით პროგრამებში, სადაც გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენმა ბიბლიოთეკამ გაიაროს აკრედიტაცია და ჩვენ თავად შევძლოთ მოხალისეების გაგზავნა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაცვლითი პროგრამებით.

ევროპაში ბიბლიოთეკებს მარტო სამკითხველოს ფუნქცია არ აქვს. იქ სხვადასხვა აქტივობა ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პრაქტიკები საქართველოშიც დაინერგოს და მხოლოდ სამკითხველოს ფუნქცია არ ჰქონდეს ბიბლიოთეკას“, - განაცხადა წიგნის კლუბის მენეჯერმა ნათია ღლონტმა.

წიგნის კლუბის პროექტს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ციფრული მედიასააგენტო „კლიპარტი“ ახორციელებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ღილაკიანი ტელეფონი vs სმარტფონი — რ...

ღილაკიანი ტელეფონი vs
სმარტფონი

ოკეანეს ფსკერზე მომავლის ქალაქი აშე...

მომავლის ქალაქი OCEAN SPIRAL
ოკეანეს ფსკერზე

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში

ნამიბიის ვარდისფერი მაცივარი - უდაბ...

ნამიბიის ვარდისფერი
მაცივარი

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრ...

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა