საკნატუნო ამბები

დაღუპა ცივილიზაციამ და ალკოჰოლმა - ვიეტნამელი „ტარზანი“, ჯუნგლებში გატარებული 40 წლის შემდეგ, სახლში ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა

fun time

14:00 ხუთ. 16 სექტემბერი, 2021 წელი

ვიეტნამელი „ტარზანი“

14
დაკოპირებულია

ვიეტნამელი მამაკაცი, რომელმაც ჯუნგლებში 40 წელი იცხოვრა, ცივილიზაციაში დაბრუნებიდან 8 წლის შემდეგ, 52 წლის ასაკში ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა. ზოგი ვერსიით, ლანგის ორგანიზმმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გადამუშავებული პროდუქტები და ალკოჰოლი ვეღარ მიიღო. 

ჰო ვან ლანგი და მამამისი ჰო ვან ტჰანი ჯუნგლებში აშშ-ვიეტნამის ომის დროს გაიქცნენ. მათი ოჯახის დანარჩენი წევრები 1972 წელს, ამერიკული ავიაციის დაბომბვის დროს დაიღუპნენ.

მამა-შვილი ცივილიზაციას 2013 წელს დაუბრუნდა, როდესაც ტჰანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ჯუნგლების ბინადარი მამა-შვილი ფიქრობდა, რომ ქვეყანაში ისევ ომი იყო, ამიტომ ისინი უახლოეს სოფელში მალვით მივიდნენ და სამედიცინო დახმარება ითხოვეს. ლანგის მამა 2017 წელს გარდაიცვალა.

2013 წლიდან ლანგი თანამედროვე ცხოვრების წესს დაუბრუნდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სტრესმა და არაჯანსაღმა საკვებმა მის ჯანმრთელობაზე დამღუპველი გავლენა მოახდინა.

ლანგის მეგობრის ალვარო ცერეზოს თქმით, ვიეტნამელი ტარზანი სტრესით სავსე თანამედროვე ცხოვრების წესმა, გადამუშავებულმა და ქიმიკატებით გაჯერებულმა პროდუქტებმა და ალკოჰოლმა მოკლა:

„ის იმდენად კეთილი ადამიანი იყო, რომ დავიწყება შეუძლებელია. ყოველდღე მენატრება, მაგრამ ვხვდები, რომ წასვლა მისთვის გათავისუფლება იყო. ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა. ვგრძნობდი, რომ ის და მისი სხეული ვერ გაუმკლავდებოდნენ ასეთ რადიკალურ ცვლილებას“.

🔰:

ადამიანი, რომელიც შინაგანი ორგანოების გარეშე ცოცხლობს!

ცოლების გაცვლა - რას ემსახურება ეს უცნაური ტრადიცია?

ბუნება vs ცივილიზაცია - 14 შემთხვევა, როცა ბუნებამ გაიმარჯვა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ადამიანის ასაკი ადგილმდებარეობაზეა...

ადამიანის ასაკი
ადგილმდებარეობაზეა
დამოკიდებული

რატომ არ შეიძლება გერმანიაში კვირა...

რატომ არ შეიძლება
გერმანიაში კვირა დღეს
მანქანის გარეცხვა?

რატომ ღებავენ შოტლანდიელები კარს წი...

რატომ ღებავენ
შოტლანდიელები კარს
წითლად

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ მზეს“ აა...

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ
მზეს“ აანთებს

პროფესიები, რომლებსაც მალე ხელოვნურ...

პროფესიები, რომლებსაც
ხელოვნური ინტელექტი
ჩაანაცვლებს

იაპონიაში ადამიანის დასაბანი მანქან...

იაპონიაში ადამიანის
დასაბანი მანქანა შექმნეს

ამერიკელი ქალი 25-წლიანი ქორწინების...

განქორწინება ნამცხვრის
საბაბით

საშიშია თუ არა „მტირალა“ ფანჯრები?

საშიშია თუ არა ფანჯრების
„მტირალა“ მინა?

ჩინეთში „მსუქანი კატების კუნძული“ ა...

მსუქანი კატების კუნძული
ჩინეთში