საკნატუნო ამბები

დედამიწის პატარა მონაკვეთი, სადაც დანაშაულის ჩამდენს ვერ სჯიან!

fun time

14:45 ორშ. 20 მარტი

იელოუსტოუნის ეროვნული
პარკი

14
დაკოპირებულია

აშშ-ის  სამი შტატის საზღვარზე (ვაიომინგი, მონტანა და აიდაჰო) მდებარე იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში, გზებისა და დასახლებებისგან მოშორებით, რთულად მისასვლელ ადგილზე  ერთი პატარა (130 კმ²), მაგრამ საინტერესო მონაკვეთი მდებარეობს, რომელიც კანონებს და  სამართლებრივ ნორმებს არ ემორჩილება. 

ამ ადგილს „სიკვდილის ზონა“ შეარქვეს, რადგან კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო, მის ტერიტორიაზე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულიც კი შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.

კანონში ასეთი „ხვრელი“ პირველად 2005 წელს, პროფესორმა ბრაიან კალტმა აღმოაჩინა.

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეთი „ხვრელის“ წარმოშობა კონსტიტუციის მე-6 შესწორებას უკავშირდება.

ცვლილების თანახმად, ბრალდებულს შეუძლია მოითხოვოს, რომ ნაფიცი მსაჯულები იმ შტატისა და ფედერალური ოლქის მცხოვრებლები იყვნენ, სადაც დანაშაული მოხდა. აშშ-ს სხვა ტერიტორიებზე კონსტიტუციის მე-6 შესწორება უნაკლოდ მუშაობს, მაგრამ არა - იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში.

საქმე ისაა, რომ პარკზე ვაიომინგის ოლქისა და ერთდროულად ორი შტატის - მონტანასა და აიდაჰოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, დამნაშავეს უფლება აქვს, მოითხოვოს სასამართლო, რომელიც აიდაჰოს შტატისა და ვაიომინგის ოლქის მცხოვრებლებისგან შედგება, მაგრამ მართლმსაჯულების პრობლემა ისაა, რომ პარკის ამ ნაწილში არავინ ცხოვრობს. თუ არ არიან მცხოვრებლები, ვერ იქნებიან ნაფიც მსაჯულები, ნაფიც მსაჯულთა გარეშე კი სასამართლო პროცესი შეუძლებელია.
ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, პარკის ამ მონაკვეთში ჩადენილი დანაშაული ფაქტობრივად დაუსჯელი დარჩება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონში ხარვეზი პირველად მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა ბრაიან კალტმა აღმოაჩინა და აღწერა თავის სტატიაში „The Perfect Crime“ (იდეალური მკვლელობა). მისი თქმით, შეერთებულ შტატებში არსებობს ეგრეთ წოდებული „სიკვდილის ზონა“, სადაც შეგიძლიათ ჩაიდინოთ ნებისმიერი დანაშაული და დაუსჯელი დარჩეთ.

საქმე მხოლოდ სტატიის გამოქვეყნებით არ დასრულებულა - პროფესორი კალტი ცდილობდა, კონგრესი დაერწმუნებინა, რომ ვითარება სასწრაფოდ შესაცვლელია, თუმცა კალტის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

2007 წლის ზაფხულში მოხდა შემთხვევა, რომელმაც კანონის არასრულყოფილება კიდევ ერთხელ დაადასტურა. მოგეხსენებათ, რომ ნაკრძალში ნადირობა კატეგორიულად აკრძალულია, მაგრამ მაიკლ ბელდერეინმა, რომელმაც იელოუსტოუნის პარკში ლოსი მოკლა, მე-6 შესწორების უფლება გამოიყენა და მონტანას შტატში მცხოვრები ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა.

ამის გაკეთება მხოლოდ თეორიულად იყო შესაძლებელი, რადგან ამ ტერიტორიაზე იმდენად ცოტა ადამიანი ცხოვრობდა, რომ ნაფიც მსაჯულთა საჭირო რაოდენობის მიღება არ მოხერხდა. შედეგად, ბელდერეინი დაუსჯელი დარჩა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მაუსინრამი- ადგილი, სადაც ყოველდღე...

მავსინრამი - ადგილი, სადაც
ყოველთვის წვიმს

რატომ გახდა პოპულარული მიწისქვეშ ცხ...

მიწისქვეშა ქალაქი
ჩინეთში

ჩვ.წ. I საუკუნეში დამწვარი ღვეზელი...

უცნაური აღმოჩენა

ადამიანები მწვანე სისხლით - მითია თ...

ადამიანები მწვანე
სისხლით

მილიარდერები საჭესთან - რომელ ავტომ...

მარკ ცუკერბერგი საჭესთან

გერმანიაში შექმენს რობოტი-მედუზა ოკ...

რობოტი-მედუზა ოკეანეების
გასაწმენდად

45 წლის ბრიტანელ ქალს 22 შვილი ჰყავ...

მრავალშვილიანი დედები

ნარკომაფიამ პოლიციის ძაღლს ომი გამო...

იტალიურმა ნარკომაფიამ
პოლიციის ძაღლს ომი
გამოუცხადა

ფუკუსიმის უკანასკნელი მკვიდრი - ის...

ფუკუსიმის უკანასკნელი
მკვიდრი