საკნატუნო ამბები

ძმის გასაბრაზებლად აგებული ვიწრო შენობის ამბავი

fun time

18:19 ხუთ. 30 მარტი, 2023 წელი

ძმის გასაბრაზებლად
აგებული

14
დაკოპირებულია

თუ ოდესმე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მოხვდით, შეიძლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო შენობა ნახოთ, რომელსაც ხალხმა  „ბრაზი“ შეარქვა. ამბობენ, რომ ის ორ ძმას შორის დაპირისპირების შედეგად აშენდა, რომლებმაც მშობლებისგან მემკვიდრეობით მიწის ორი ნაკვეთი მიიღეს. 

მოგვიანებით, ერთ-ერთი ძმის ნაკვეთი ნაწილობრივ მშენებარე გზამ დაიკავა, რასაც ძმებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ისინი დარჩენილი ნაკვეთის გაყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ერთ-ერთმა ძმისთვის ზღვის ხედი რომ დაეფარა და ნაკვეთი გაეუფასურებინა, 120 კვ.მ-ზე უჩვეულოდ ვიწრო შენობა ააგო.

1954 წელს აგებული სახლის მაქსიმალური სიგანეა 4 მ, ხომ მინიმალური 60 სმ.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში არ შედის, ზომების გათვალისწინებით, „ბრაზს“ არასოდეს დაანგრევენ. მშენებლობის მოქმედი ნორმების მიხედვით, მის ადგილზე სხვა შენობის აგება შეუძლებელია, რადგან მინიმალურ დასაშვებზე ნაკლები ფართობი უჭირავს.

ლიბანელები ხუმრობენ, რომ „ბრაზი“ ძალიან დიდხანს იდგება, როგორც „ძმური სიყვარულის“ სიმბოლო და თაობებს შეახსენებს, რომ მტრობას და დაპირისპირებას სარგებელი არავისთვის მოუტანია.

წყარო: www.dailymail.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)