საკნატუნო ამბები

ჰოტენტოტები - ხალხი, რომელიც ბუნებამ მსოფლიოში ყველაზე დიდი საჯდომით „დაასაჩუქრა“

fun time

19:19 პარ. 1 მარტი

ჰოტენტოტები

14
დაკოპირებულია

ჰოტენტოტები ნამიბიის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხია, რომელსაც უზომოდ დიდი საჯდომი აქვს.

ამ ხალხის შესახებ მე-17 საუკუნის დასაწყისიდან გახდა ცნობილი, როდესაც ევროპელებმა აფრიკაში ახალი ტერიტორიების შესწავლა დაიწყეს.

ერთ-ერთი ასეთი ექსპედიციის დროს ჰოლანდიელი კოლონიალისტები უჩვეულო აფრიკულ ტომს გადააწყდნენ. ტომის წევრებმა ევროპელების ყურადღება დიდი საჯდომით და უცნაური სასაუბრო ენით მიიქციეს. მათი საუბარი ფრინველების ჭიკჭიკს წააგავდა.

***

უცნაური აფრიკელები გარეგნულად ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები მოსახლეობისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ. მათ შავის ნაცვლად, ყვითელი კანის ფერი, ოდნავ ვიწრო თვალები, მიჭყლეტილი ცხვირი, გამოკვეთილი ყვრიმალები და წვეტიანი ნიკაპი ჰქონდათ. ასეთ სახეებს უფრო ხშირად მონღოლეთში შეხვდებით, ვიდრე აფრიკაში.

***

როდესაც ანთროპოლოგებმა ჰოლანდიელების აღმოჩენა კარგად შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ ჰოტენტოტები კაპოიდური რასის წარმომადგენლები არიან. რელიგიით უმრავლესობა პროტესტანტია.

ჰოტენტოტები (საკუთარი სახელწოდება კოი-კოინ — „ნამდვილი ხალხი“) ნამიბიის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხია. ჰოტენტოტები სამხრეთ აფრიკის უძველესი მოსახლეობაა, რომლებიც ნეგროიდულმა ტომებმა მატერიკის სამხრეთ-დასავლეთ უკაცრიელ რაიონებში განდევნეს.

ჰოტენტოტები ტანმორჩილები არიან - მამაკაცის საშუალო სიმაღლეა 160 სმ, ქალების კი - 150 სმ.

***

„ცირკი"

ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა უჩვეულო გარეგნობის მქონე ტომიდან რამდენიმე ქალი ევროპაში წაიყვანეს, სადაც ჰოტეტოტების უზარმაზარი საჯდომების სანახავად წარმოდგენები იმართებოდა და არისტოკრატია თავს იყრიდა.

***

მეტალურგები და მესაქონლეები

ხალხი, რომლებიც ევროპელებს თავიდან მაიმუნების სახეობა ეგონათ, აფრიკის სხვა ხალხებზე ადრე დაეუფლა ლითონის დამუშავების ოსტატობას - ჰოტენტოტი მამაკაცები თხრიდნენ ორმოს, სადაც ანთებდნენ ცეცხლს და ცხელ ორმოში ყრიდნენ რკინის მადანს. გამდნარი მადანი პირველი ორმოდან სპეციალური სადინარით მეორე, უფრო მომცრო ორმოში მიედინებოდა, სადაც ცივდებოდა და საჭიროების მიხედვით იყენებდნენ.

ჰოტენტოტების მთავარი საქმიანობა მეცხოველეობა გახლდათ. მათთვის, ისევე როგორც მრავალი აფრიკული ტომისთვის, საქონლის რაოდენობა სიმდიდრის საზომია. ოჯახის უფროსი ჰოტენტოტი მამაკაცია, რომელიც პირუტყვ უვლის, სახლს აშენებს და ნადირობს. ქალის მოვალეობა კი შვილების გაჩენა, სადილის მომზადება და ტანსაცმლის კერვაა.

ჰოტენტოტები საკუთარ ცხოველებს იშვიათად კლავენ და ძირითადად, ნანადირევით იკვებებიან.

ჰოტენტოტები ნახევრად მომთაბარე ხალხია - ისინი მკაცრად განსაზღვრულ მარშრუტზე მოძრაობენ და ჩერდებიან იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ ცხოვრობდნენ. მას შემდეგ რაც ეს ადგილი დატოვეს, ბალახი ისევ გაიზარდა და საქონელს საკვები ექნება. ძველ ადგილზე დაბრუნებისას ახალი სახლის შენება საჭირო არაა - შეკეთებაც საკმარისია.

***

დღეისთვის ჰოტენტოტები მილევად ხალხად ითვლება და გაქრობა ემუქრებათ. ჰოტენტოტები თანდათან სხვა ტომებს ერევიან და იდენტობას კარგავენ, რომელიც ევროპელებს ასე აინტერესებდათ.

უფრო მეტიც, სამწუხაროდ, ალკოჰოლმა, რომელიც ჰოტენტოტებს ძალიან მოეწონათ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის მესამედით შეამცირა.

ესეც დაგაინტერესებთ:

ხუნზაკუტები - მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ხალხი, რომელიც კიბოთი არასდროს ავადდება

მსოფლიოს 5 ტომი განსაკუთრებული უნარებით

მსოფლიოს 10 ერი, რომელიც შემდეგ საუკუნეს ვეღარ შეხვდება


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რით გარდაიცვალა „მსოფლიოში ყველაზე...

რით გარდაიცვალა
„მსოფლიოში ყველაზე
ჭუჭყიანი ადამიანი“

70 ცოლი და 210 შვილი - ვინ იყო კაცი...

სვაზილენდის სამეფოს
ისტორია

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში ს...

ვარდისფერი საკნები

ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ...

დედოფალი ელისაბედი და
პატარა ჩარლზი

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს