საკნატუნო ამბები

ჰუმი - ყველაზე პატარა ქალაქი მსოფლიოში

fun time

20:00 ოთხ. 13 აპრილი, 2022 წელი

ქალაქი ჰუმი

14
დაკოპირებულია

ხორვატიის ნახევარკუნძული ცნობილია თავისი საოცარი ბუნებით, შესანიშნავი ღვინით და ბრწყინვალე პლაჟებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - აქ მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქი ჰუმი მდებარეობს, სადაც დღეისთვის მხოლოდ 30 ადამიანი ცხოვრობს.

 

ქალაქი ჰუმი მე-11 საუკუნეში, ძველი რომაული დასახლების ნანგრევებზე დაარსდა. მე-17 საუკუნემდე ჰუმს ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენებდნენ, როგორც „კასტრუმს“, რაც „ციხე-კოშკს“ ნიშნავს. წლების მანძილზე ჰუმი იუგოსლავიის შემადგენლობაში შედიოდა, შედეგ კი, ხორვატიასთან ერთად, დამოუკიდებლობა მოიპოვა.

მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქში მოხვედრა მხოლოდ 1562 წელს აგებული უძველესი კარიბჭით შეიძლება, რომელსაც მე-20 საუკუნეში რესტავრაცია ჩაუტარდა.

ჰუმის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია წმინდა იერონიმეს XII საუკუნის ეკლესია და მისი საოცარი ფრესკები, 1552 წელს აგებული საათიანი კოშკი და 1802 წელს აგებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

ზაფხულობით ჰუმში ქალაქის მერის არჩევნები ტარდება, რომელშიც მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობენ. ამ არჩევნებს ჰუმელები ხუმრობით წლის ყველაზე სულელი ადამიანის არჩევას უწოდებენ.

მცირე ზომის მიუხედავად, ყველა ქალაქის მსგავსად, ჰუმს აქვს საკუთარი ცენტრალური მოედანი, ფოსტა, ორი ტაძარი, სასაფლაო, ღვინის მაღაზია და მუზეუმი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული