საკნატუნო ამბები

კარადა, აბაზანა თუ მაცივარი - სად და როგორ შევინახოთ კოსმეტიკა სწორად?

fun time

17:08 ორშ. 1 ივლისი, 2024 წელი

კოსმეტიკა

14
დაკოპირებულია

კოსმეტიკური საშუალებების ეფექტურობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია შენახვის პირობებზე, ამიტომ გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია. პირველ რიგში, ოთახში, სადაც კოსმეტიკას ინახავთ, ტემპერატურა 25 °C არ უნდა აღემატებოდეს და დაბალი ტენიანობა იყოს.

რომელი კოსმეტიკა უნდა ინახებოდეს მაცივარში?

სამკურნალო კოსმეტიკა, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები, ორგანული კოსმეტიკა C ვიტამინით, რეტინოლით და ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც სწრაფად დაჟანგვა ახასიათებთ, გრილ ადგილზე უნდა ინახებოდეს.

ალოე ვერა, მატონიზირებელი საშუალებები და ნიღბები დაბალ ტემპერატურაზე საუკეთესოდ ინახება.

როგორ შევინახოთ სახის კრემი?

იმისათვის, რომ სახის კრემმა თავისი საუკეთესო თვისებები შეინარჩუნოს, მჭიდროდ დახურული უნდა შეინახოთ და მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ტემპერატურული რეჟიმი დაიცვათ.

შეიძლება თუ არა კოსმეტიკური საშუალებების აბაზანაში შენახვა?

აბაზანა დეკორატიული კოსმეტიკის, ტანისა და სახის კრემების შესანახად ცუდი ადგილია. მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ობის სოკოს წარმოქმნას იწვევს, რაც პროდუქტის ხარისხზე აისახება.

სუნამო და თმის ლაქი

დღის შუქი და სითბო სუნამოს მტერია და სუნის დეფორმაციას იწვევს, ამიტომ უმჯობესია სუნამო კარადაში ან მუყაოს შეფუთვაში შეინახოთ. მზის სხივები თმის ლაქში გამხსნელებს და ქიმიურ ნივთიერებებს ააქტიურებს, რაც მას უსარგებლოს ხდის.

დაიცავით კოსმეტიკური პროდუქტების ჰიგიენა

მეცნიერებმა კოსმეტიკური პროდუქტების მიკრობიოლოგიური კვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ კოსმეტიკური საშუალებების დაახლოებით 80%-90% ბაქტერიებით დაბინძურებული იყო, ხოლო მაკიაჟის ფუნჯებში ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმოჩნდა. დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ საკუთარი კოსმეტიკა სხვებს არ უნდა ათხოვოთ და მაკიაჟის წასმამდე ხელები უნდა დაიბანოთ. კოსმეტიკური ე.წ. შპატელი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გარეცხოთ. არასოდეს დაამატოთ კოსმეტიკას წყალი, განსაკუთრებით, ნერწყვი. რეგულარულად გარეცხეთ კოსმეტიკის კონტეინერები და მაკიაჟის ფუნჯები, კარგად გააშრეთ და ისე შეინახეთ.

დაიცავით თმის კოსმეტიკური საშუალებების შენახვის სპეციალური რეჟიმი. შამპუნები და კონდიციონერები შეიძლება აბაზანის თაროზე შეინახოთ, თუმცა ერთი პირობით - კარგად დახურული უნდა იყოს. თმის ზეთები და ნიღბები ბნელ და მშრალ ადგილებში შეინახეთ. სასურველია, რომ ტემპერატურა +5-დან +25 °C-მდე იყოს. თმის ჯაგრისები კვირაში ერთხელ გარეცხეთ და ბაქტერიებისა და მიკრობებისგან დასაცავად უჯრაში შეინახეთ.

ნუ დაიწყებთ ახალი პროდუქტის გამოყენებას, სანამ ძველი არ დამთავრდება. გახსნის შემდეგ კოსმეტიკური პროდუქტის შენახვის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. კერძოდ: სახის კრემები, ტუში, თხევადი ტონალური კრემი ბოთლის გახსნიდან 6 თვემდე ინახება, კანის გასაწმენდი და მატონიზირებელი პროდუქტების შენახვა 12 თვემდე შეიძლება (შემადგენლობის მიხედვით). გახსნის შემდეგ ყველაზე დიდხანს (12-დან 18 თვემდე) პუდრი, თვალის ჩრდილი და რუჟი (რუმიანა) ინახება. ასევე დიდხანს ძლებს პომადა და ფრჩხილის ლაქები.

სხვადასხვა გელები, ქაფები და ტონიკები გახსნიდან საშუალოდ, 1 წლამდე, ორგანული კომპონენტებით კი დაახლოებით, 6 თვე ინახება. დეკორატიული კოსმეტიკის შენახვის ვადა საშუალოდ 18 თვემდეა, მაგრამ მთავარი მაინც შენახვის პირობებია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელი ხეები არ იწვის ცეცხლში?

რომელი ხეები არ იწვის
ცეცხლში?

რატომ გადიან ფეხბურთელები მინდორზე...

რატომ გადიან
ფეხბურთელები მინდორზე
ბავშვებთან ერთად?

3000 წელი ცემენტის გარეშე — ევროპის...

3000 წელი ცემენტის გარეშე —
ევროპის უძველესი ხიდი

ზვიგენები შეიძლება უკბილოდ დარჩნენ

ზვიგენები შეიძლება
უკბილოდ დარჩნენ

ანგკორ-ვატი — დედამიწაზე სამოთხის ა...

ანგკორ-ვატი

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში
ცაციებს?

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნო...

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა

„ინდონეზიის პირველ კატას“ საპრეზიდე...

ინდონეზიის პრეზიდენტის
კატა

ინდოეთში დააკავეს არარსებული ქვეყნი...

ფეიკი ელჩი