კერპად ქცეული კულულები - ვიქტორიანული სტილი
12:00 შაბ. 15 იანვარი, 2022 წელი

ქალები გრძელი თმით ყველგან და ყოველთვის ამაყობდნენ, მაგრამ ვიქტორიანული ეპოქის ქალებისთვის თმა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ არასდროს იჭრიდნენ. იხილეთ დედოფალ ვიქტორიას მეფობის დროინდელი გრძელთმიანი ქალბატონების იშვიათი ფოტოები
ცნობისთვის, ვიქტორიანული ეპოქა 1837 წლის 20 ივნისიდან 1901 წლის 22 იანვრამდე ანუ დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალებამდე გაგრძელდა. წინა გრიგორიანული პერიოდისგან განსხვავებით, ეს ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და რომანტიკული პერიოდი იყო
იმ დროს ფოტოგრაფია დიდგვაროვნებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყო, ამიტომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, ვიქტორიანული ეპოქის ქალების პორტრეტებს გადავხედოთ.
დედოფალ ვიქტორიას მმართველობისას მცხოვრებ ქალიშვილებს მტკიცედ სწამდათ, რომ გრძელი თმა მათი მთავარი ღირსება იყო. ისინი, ფაქტობრივად, შეპყრობილნი იყვნენ თმის გაზრდის სურვილით, რომელიც ზოგჯერ იატაკს სწვდებოდა. გასაკვირი არაფერია - ყველა ეპოქას თავისი იდეალები და მოდის ტენდენციები აქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან