საკნატუნო ამბები

მეფე ჩარლზის იდუმალი სამკაული - ბეჭედი ნეკა თითზე

fun time

18:00 სამ. 21 მარტი, 2023 წელი

მეფე ჩარლზის იდუმალი
სამკაული - ბეჭედი ნეკა
თითზე

14
დაკოპირებულია

ორმოცი წელია, მეფე ჩარლზის მარცხენა ხელის ნეკა თითს მუდმივად მასიური ოქროს ბეჭედი ამშვენებს. რატომ არ იცილებს მეფე სამკაულს, რომელსაც ძალიან უფრთხილდება? 

ლონდონის მუზეუმის კურატორ ბეატრის ბელენის განმარტებით, მამაკაცები ასეთ ბეჭდებს საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ. ისინი მფლობელის მაღალ სოციალურ სტატუსსა და არისტოკრატიულ კუთვნილებაზე მიუთითებდნენ.
„ჯენლტმენთა“ ბეჭდის ტარება ბურჟუაზიის ზრდასთან ერთად განსაკუთრებით პოპულარული გახდა“ - განმარტავს ბელენი.

ბეჭედი შეიძლება მფლობელის რომელიმე დიდგვაროვანი ოჯახის წევრობაზე მიუთითებდეს. ჩარლზის ბეჭედი, რომელზედაც ოჯახის გერბია ამოკვეთილი, 200 წლის წინათ შეიქმნა. ბრიტანეთის დღევანდელ მონარქს სამკაული ბიძამ, ედუარდ III-მ გადასცა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მეფე ბეჭედს არ იცილებს, უინძორობაზე ხაზგასმის სურვილია.

ჩარლზი სამეფო ოჯახის ერთადერთი წევრი არაა, რომელიც ბეჭედს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ „ჯენტლმენთა სამკაულია“, ასეთი ბეჭედი ჰერცოგინია კეტრინს და მის დას, პიპა მიდლტონსაც ამშვენებს და ის პრინცესა დიანასაც ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ჩარლზი „ჯენლტმენთა ბეჭედს“ ნეკა თითზე საქორწინო ბეჭედთან ერთად ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ საქორწინო ბეჭდის ადგილი არათითია. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მეფე საქორწილო ბეჭედს მასიური ბეჭდის ქვეშ მალავს. საქორწინო ბეჭედი ხომ უინძორ მამაკაცებში ძალიან არაპოპულარული სამკაულია - მას არც პრინცი ფილიპი ატარებდა და არც პრინცი უილიამი ატარებს.

პრინცი ჰარი ერთადერთი უინძორია, რომელიც ქორწინების სიმბოლოს სიამოვნებით წარმოაჩენს. ამასთან, მისი ნიშნობის ბეჭედი ოდნავ განსხვავებულია - ოქროს ნაცვლად, ის პლატინისაა და უფრო თანამედროვე დიზაინი აქვს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს