მგონი, გავიჭედეთ - 5 ყველაზე ვიწრო გზა მსოფლიოში
18:00 პარ. 21 მაისი, 2021 წელი
მოსახლეობის ძალიან დიდი სიმჭიდროვე, განსხვავებული რელიეფი და გეოლოგიური სირთულეები განაპირობებს რუკაზე ისეთი გზების გაჩენას, რომლებიც ყველაზე გამოცდილ მოგზაურებსაც კი აოცებს. ხშირ შემთხვევაში, ეს ვიწრო და მოუხერხებელი გზები ერთადერთი საშუალებაა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.
დიდ გემს - ვიწრო მოგზაურობა
საბერძნეთში მდებარე კორინთის არხი კონტინენტს პელოპონესისგან გამოყოფს. ეს ისტორიული მარშრუტი მრავალი წლის წინ აძლევდა გემებს საშუალებას, რომ ეგეოსის ზღვაში შესულიყვნენ. ყველაზე ვიწრო წერტილში არხის სიგანე მხოლოდ 24 მეტრია.
ამის მიუხედავად, ახლა ამ ადგილზე დიდი ზომის გემები და საკრუიზო ლაინერები მოძრაობენ. MS Braemar– ის მგზავრებს ადვილად შეუძლიათ, კლდეს ხელით შეეხონ, რადგან გემის სიგანე 22 მეტრია.
ამ მარშრუტის გავლის დროს, 196-მეტრიან გიგანტურ ხომალდს პატარა ბუქსირი მიაცილებს. ლაინერი თავის მარშრუტს ნელა და თავდაჯერებულად გადის.
ხაფანგი სატვირთო ავტომობილისთვის
ეს ინციდენტი დიდ ბრიტანეთში მოხდა. შაქრის ტომრებით სავსე სატვირთო მანქანა ვიწრო ქუჩაში მოძრაობის დროს სახლებს შორის გაიჭედა. როგორც შემდეგ გაირკვა, მძღოლი, რომელიც ქალაქს ცუდად იცნობდა, ნავიგატორით ხელმძღვანელობდა. ექსპერტების შეფასებით, ავარიით გამოწვეული ზიანის ოდენობამ, დაახლოებით, 385,000 ფუნტი შეადგინა.
პრობლემის მოგვარება სამაშველო სამსახურმა შეძლო, რომელმაც სიმაღლის შესამცირებლად სატვირთო მანქანას საბურავები მოხსნა.
ყარაყორუმის გზატკეცილი
1300-კილომეტრიანი „დიდი აბრეშუმის გზის“ მშენებლობა, რომელიც პაკისტანსა და ჩინეთს აკავშირებს, 1986 წელს დასრულდა.
ამ გზაზე მძღოლებს 40 კმ / სთ-ზე მეტი სიჩქარის მოძრაობა არ შეუძლიათ. 2010 წელს ამ გზის 22-კილომეტრიანი მონაკვეთი მეწყერის გამო წყალში აღმოჩნდა. 2015 წლამდე ატაბადის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა მხოლოდ ნავით იყო შესაძლებელი.
მძღოლები იძულებულნი არიან, დიდი ზომის ტრანსპორტი კლდის ქვეშ, რის ვაი-ვაგლახით გაატარონ, რომ უფსკრულში არ აღმოჩნდნენ. ამჟამად გზის გარშემო აშენებულია გვირაბების ქსელი.
ჰანოის მატარებელი
ვიეტნამის პატარა ქალაქ ჰანოიში ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ნამდვილად არ მოიწყენთ. აქ სარკინიგზო ლიანდაგი უშუალოდ სახლების სიახლოვეს გადის, რომელთა გასწვრივ გაცხოველეწბული ცოცხალი ვაჭრობაა.
ქალაქის ხელისუფლებამ უსაფრთხოებაზე ნაწილობრივ იზრუნა და რკინიგზის გასწვრივ შუქნიშნები, შლაგბაუმები და ავარიული სიგნალიზაცია დააყენა. ასეთი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას მატარებლის მოახლოების შესახებ აფრთხილებს. სიგნალის გაგონებისთანავე ხალხი ნაჩქარევად ხურავს სუვენირების მაღაზიებს, მალავს საქონელს და რკინიგზის ლიანდაგებს სცილდება.
გვირაბი ჯოულინგი (ჩინეთი), რომელიც საშინელებათა ფილმს ჰგავს
ამ გზას ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე საშიშად თვლის, სადაც მცირედი შეცდომაც კი შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ ვიწრო გვირაბში ბევრი ხვრელია, რომელიც პირდაპირ უფსკრულში ეშვება. საფრთხის მიუხედავად, გზაზე არავითარი შეზღუდვები და გამაფრთხილებელი ნიშნები არ არსებობს.
გზაზე არის, დაახლოებით, ერთკილომეტრიანი მონაკვეთები, სადაც შემხვედრი მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლიან. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მძღოლებმა დისტანციური კომუნიკაციისთვის ჟესტების ენა შექმნეს. გვირაბის გავლა მაქსიმალურ ყურადღებას და ამ ჟესტების ცოდნას მოითხოვს.
თვალისმომჭრელი სილამაზის მიუხედავად, ზემოთ ხსენებულ გზებზე მოდუნება შეუძლებელია, რადგან ნებისმიერი შეცდომა შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან