საკნატუნო ამბები

მფრინავი ავტობუსი: მსოფლიოში ყველაზე უცნაური საბაგირო (ვიდეო)

fun time

14:59 ოთხ. 28 სექტემბერი, 2022 წელი

მფრინავი ავტობუსი

14
დაკოპირებულია

მსოფლიო ტრანსპორტის ისტორიაში ყველაზე უცნაური საბაგირო - Skyway to Timberland 1951 წელს ორეგონის შტატში ვულკან ჰუდზე ააგეს. ის ჩვეულებრივი ქალაქის ავტობუსიდან შექმნეს.

ავტობუსი მოძრაობაში ორ 185 ცხენისძალიან ძრავას მოჰყავდა და 10 წუთში 36 მგზავრი 1,15 კილომეტრი სიმაღლიდან 1,82 კილომეტრზე აჰყავდა, ანუ თითქმის 700 მეტრ სიმაღლეს ლახავდა. იმავდროულად გავლილი მანძილი 5 კილომეტრს აღწევდა. გზა 38 ანძას ეყრდნობოდა.

მაგრამ ეს ოფიციალური რიცხვებია. ორიგინალური კონსტრუქციის უკან ბევრი პრობლემა იმალებოდა.
ცოცხალი მოწმეები იხსენებენ, რომ ის ძალიან ნელი და ხმაურიანი იყო. ჰუდზე 1938-1060 წლებში სამაშველო სამსახურის უფროსი იხსენებს, რომ ამ საბაგიროთი სულ ერთხელ იმგზავრა, რაც მისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ამას გარდა, მფრინავი ავტობუსით მგზავრობა 75 ცენტი ღირდა, მაშინ როცა უბრალო ავტობუსი - მხოლოდ 50 ცენტი.

ავტობუსის საბაგიროს გონდოლად გამოყენების მიზეზი ძალიან მარტივი იყო: კურორტის მომსახურე კომპანიამ თავი არ აიტკივა გონდოლის ინდივიდუალური დაპროექტებით და ტურისტებსაც გასართობად ატრაქციონი შესთავაზა. მით უფრო, რომ ავტობუსს გადაკეთება არც დასჭირვებია - ამძრავები პირდაპირ ღერძებზე მიუერთეს.

ექსპლოატაციისთვის მოუხერხებლობის გამო 1962 წელს უცნაური გონდოლას დემონტაჟი მოახდინეს, თუმცა ვიდეორგოლმა ის ისტორიას მაინც შემოუნახა.

ესეც საინტერესოა:

რატომ არ დადიოდა საბჭოთა კავშირში ორსართულიანი ტრანსპორტი?

იაპონიაში რკინიგზის სადგური ერთადერთი მგზავრისთვის მუშაობს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები