საკნატუნო ამბები

მსოფლიოს ყველაზე იაფი და ძვირი ქვეყნები 2022 წლისთვის

fun time

18:31 შაბ. 22 იანვარი, 2022 წელი

Numbeo-ს მონაცემები

14
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია, არსებობს ქვეყნები, სადაც ცხოვრება დღესაც ძალიან იაფია. მსოფლიოს უდიდესი მონაცემთა ბაზა ცხოვრების ღირებულების შესახებ Numbeo აქვეყნებს კვლევას, რომელიც მსოფლიოს 139 ქვეყანას მოიცავს.

ანალიტიკოსებმა თითოეული ქვეყანა რამდენიმე პარამეტრის მიხედვით შეაფასეს, რომლებიც მოიცავს: სამომხმარებლო ფასებს (საკვები, რესტორნები, ტრანსპორტი), საცხოვრებლის ქირას, საკვების ფასებს და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას.

კვლევის თანახმად:

საცხოვრებლად 10 ყველაზე ძვირი ქვეყანაა

1. ბერმუდის კუნძულები

2. შვეიცარია

3. ნორვეგია

4. ისლანდია

5. ბარბადოსი

6. ჯერზი (დიდი ბრიტანეთის გვირგვინის მიწა ლა-მანშის სრუტეში)

7. ისრაელი

8. დანია

9. ბაჰამის კუნძულები

10. სინგაპური.

ცხოვრების სიძვირის მიხედვით, Numbeo-ს სიაში Cost of Living Index by Country 2022, საქართველო 125-ე ადგილზეა - ჩვენს ქვეყანაში უფრო ძვირია ცხოვრება, ვიდრე აზერბაიჯანში, ეგვიპტეში სირიაში, ყაზახეთში და კიდევ ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში:

საცხოვრებლად ყველაზე იაფი 10 ქვეყანაა

130. თურქეთი

131. ნეპალი

132. ტუნისი

133. უზბეკეთი

134. კოსოვო

135. ალჟირი

136. კოლუმბია

137. ინდოეთი

138. ავღანეთი

139. პაკისტანი

გარკვეულ პარამეტრებში სხვადასხვა ქვეყანა ლიდერობს. მაგალითად:

იჯარა და ბინის ქირა - ყველაზე ძვირია ბერმუდის კუნძულებზე, ჰონგ კონგში და სინგაპურში, ხოლო ყველაზე იაფი ავღანეთში, პაკისტანში და ნეპალში;

საკვები პროდუქტების ფასი - ყველაზე ძვირია ბერმუდის კუნძულებზე, შვეიცარიასა და ნორვეგიაში, ხოლო ყველაზე იაფი ავღანეთში, პაკისტანსა და თურქეთში;

რესტორანში სადილობა - ყველაზე ძვირია ისევ და ისევ ბერმუდის კუნძულებზე, შვეიცარიასა და ნორვეგიაში, ხოლო ყველაზე იაფი ავღანეთში, ალჟირსა და პაკისტანში;

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ცხოვრება, როგორც ზემოთ ნახეთ, უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge