საკნატუნო ამბები

ნაგავსაწვავი ქარხანა, რომელიც ვენაში, ქალაქის ცენტრში დგას

fun time

14:08 ოთხ. 14 აპრილი, 2021 წელი

ნაგავსაწვავი ქარხანა
შპიტელაუ, ვენაში

14
დაკოპირებულია

შპიტელაუს ქარხანა, რომლის მხიარული არქიტექტურა ავსტრიელი მხატვრის ფრიდენსრაიჰ ჰუნდერტვასერის შემოქმედებაა, წელიწადში 250 000 ტონა ნაგავს წვავს. ქარხანა ქალაქის თბომომარაგების სისტემაშია ინტეგრირებული და 60 მეგავატამდე თბურ ენერგიას გამოიმუშავებს. ის სითბოთი 60 000-მდე სახლსა და ავსტრიის დედაქალაქის მუნიციპალურ დაწესებულებებს ამარაგებს.

ვენის ხელისუფლებამ ამ საქმით ერთბაშად რამდენიმე კურდღელი დაიჭირა:

1. რაიონი თბომომარაგებით უზრუნველყო. ქარხანა ქალაქგარეთ კი არა, საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს მდებარეობს და ამით მილსადენებზე საკმაო თანხა დაიზოგა.

2. კვამლის გასაწმენდო ულტრათანამედროვე დანადგარები დიოქსინის დონეს მინიმუმამდე ამცირებს.

3. დაბოლოს, ჰუნდერტვასერის დამსახურებით ქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატა, რომელიც ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს და ღრუბლიან ამინდშიც კი ზღაპრულ შთაბეჭდილებას ტოვებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“