საკნატუნო ამბები

„ფეისბუკის“ მომხმარებელთა ოთხი ტიპი - რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

fun time

11:00 პარ. 10 ნოემბერი, 2023 წელი

„ფეისბუკის“
მომხმარებლები

14
დაკოპირებულია

ფსიქოლოგებმა „ფეისბუკის“ (Facebook) მომხმარებელთა ოთხი ტიპი განსაზღვრეს: „სელფომანი“ (Selfie), „ურთიერთობის ამწყობი“ (Relationship Builder), „ქალაქის მაუწყებელი“ (Town Crier) და „ვიტრინაში მაყურებელი“ (Window Shopper). თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქსელში 2 მილიარდ მომხმარებელზე მეტია, გამოდის, მთელი კაცობრიობა ამ ოთხი ტიპის ადამიანებისგან შედგება.

 

„სელფომანები“

სახელი თავისთავად ამბობს სათქმელს. მათი გვერდები სელფით არის სავსე, მიზანი კი - რაც შეიძლება მეტი ყურადღების მიღებაა.

„სელფომანებისთვის“ ვირტუალური სამყარო ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი „ფეისბუკს“ იდეალური „მეს“ შესაქმნელად იყენებენ და სულ არ აინტერესებთ, რამდენად რეალური იქნება ეს „მე“. ისინი რაც უფრო მეტ სოციალურ ყურადღებას მიაღწევენ, მით უკეთესად გრძნობენ თავს.

„ურთიერთობათა ამწყობი“

სულ სხვანაირად იქცევა „ურთიერთობის ამწყობი“. ისინი სოციალურ ქსელს რეგულარულად იყენებენ, აქვეყნებენ პოსტებს, პასუხობენ სხვისას, ურთიერთობენ კომენტარებში და საერთოდ ინტერნეტში ურთიერთობის აწყობას ცდილობენ.

სოციალურ ქსელში იძენენ ახალ მეგობრებს და ძველებთან ურთიერთობას ინარჩუნებენ. მათთვის „ფეისბუკი“ რეალური ცხოვრების ლოგიკური გაგრძელებაა.

„ქალაქის მაუწყებელი“

„ქალაქის მაუწყებელი“ ზედა ორი ტიპისგან ძლიერ განსხვავდება - მათ რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის დიდი სხვაობაა.

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე გამოაქვეყნონ პოსტები, ისინი კითხულობენ და აზიარებენ სასარგებლო სიახლეებს, განიხილავენ მიმდინარე საკითხებს და გვატყობინებენ მსოფლიოში მომხდარი საინტერესო ფაქტების შესახებ.

„ვიტრინის მყიდველი“

დაბოლოს, „ვიტრინის მყიდველი“ - ეს ისეთი ტიპია, რომელსაც აინტერესებს რა არის „ვიტრინაში“, ლაიქებისა და კომენტარების გარეშე ათვალიერებს სხვა ადამიანთა გვერდებს, აკვირდება მათ ვირტუალურ ცხოვრებას და არც აპირებს რამე მოქმედების განხორციელებას.

მათ შეუძლიათ, წლობით შორიდან იცნობდნენ ფეისბუკ-მეგობრების ცხოვრებას და ერთხელაც არ გამოელაპარაკონ.

ისინი ველურ ბუნებაში მყოფ ზოოლოგებს ჰგვანან, ოღონდ, ცხოველების ნაცვლად, ადამიანებს შეისწავლიან.

***

ეს შედეგები ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წარმოადგინეს.

ამასთანავე, მკვლევრებმა გულწრფელად აღიარეს, რომ ზოგი „ფეისბუკელის“ მიკუთვნება ამ ოთხი კატეგორიიდან რომელიმესთვის ცალსახად შეუძლებელია.

ადამიანები ხომ დროდადრო ცვლიან თავიანთი ქცევას. მაგრამ, ისევე როგორც ცხოვრებაში, სოციალურ ქსელშიც ალბათ, მთავარია, სასარგებლო იყო.

წყარო: news.byu.edu


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აქვთ აფრიკაში მცხოვრებ ადამია...

რატომ აქვთ აფრიკაში
მცხოვრებ ადამიანებს მუქი
კანი?

ადამიანის ასაკი ადგილმდებარეობაზეა...

ადამიანის ასაკი
ადგილმდებარეობაზეა
დამოკიდებული

რატომ არ შეიძლება გერმანიაში კვირა...

რატომ არ შეიძლება
გერმანიაში კვირა დღეს
მანქანის გარეცხვა?

რატომ ღებავენ შოტლანდიელები კარს წი...

რატომ ღებავენ
შოტლანდიელები კარს
წითლად

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ მზეს“ აა...

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ
მზეს“ აანთებს

პროფესიები, რომლებსაც მალე ხელოვნურ...

პროფესიები, რომლებსაც
ხელოვნური ინტელექტი
ჩაანაცვლებს

იაპონიაში ადამიანის დასაბანი მანქან...

იაპონიაში ადამიანის
დასაბანი მანქანა შექმნეს

ამერიკელი ქალი 25-წლიანი ქორწინების...

განქორწინება ნამცხვრის
საბაბით

საშიშია თუ არა „მტირალა“ ფანჯრები?

საშიშია თუ არა ფანჯრების
„მტირალა“ მინა?