საკნატუნო ამბები

პრინცი ჰარის ეფექტი: როგორ გვახვევენ თავბრუს წითური კაცები?

სალომე ჩაჩიბაია

14:00 კვი. 21 თებერვალი, 2021 წელი

პრინცი ჰარი

14
დაკოპირებულია

მაღალი, ქერა და ... ჟღალი. პრინცი ჰარის მსგავსი სახის, წითური მამაკაცები  იმდენად მიმზიდველები არიან, რომ ზოგჯერ ქალებს აღიზიანებენ კიდეც. ეს შეყვარებული ქალის ნააზრევი არ გეგონოთ - კვლევის შედეგებია, რომელიც ჟურნალ Evolutionary Psychology-ში გამოქვეყნდა. 

მეცნიერთა თქმით, რიჩარდ ბრანსონს, ბრედ პიტს და აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს ერთი საერთო აქვთ - ისინი ალფა-მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, რაც ტესტოსტერონის მაღალ დონეზე მიგვანიშნებს.

წმინდა ანდრეას, ნოტინჰემისა და დურჰამის უნივერსიტეტების მკვლევრებმა 45 ქალს კომპიუტერის ეკრანებზე 21 ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო აჩვენეს და და სთხოვეს კომპიუტერული მანიპულაციუებით, კაცები უფრო მიმზიდველები გაეხადათ.

ქალებს შეეძლოთ კაცების სახეზე დაემატებინათ წითელი, ყვითელი ან ვარდისფერი ტონები. მათ უპირატესობა ვარდისფერს მიანიჭეს.

როდესაც მათ სთხოვეს, მამაკაცებისთვის მაქსიმალურად დომინანტის შეხედულება მიეცათ, მათ კიდევ უფრო მეტი წითელი დაამატეს,

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოწითალო სახე მამაკაცის მიმზიდველობას ზრდის“, - თქვა წმინდა ანდრეას უნივერსიტეტის მკვლევარმა, პროფესორმა დევიდ პერეტმა.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ქალები აგრესიულები ხდებიან ძალიან წითელი სახეების მიმართ.

ფოტოზე: აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი

ეს ეფექტი საფეხბურთო გუნდებზეც მოქმედებს:
სტატისტიკურად, წითელ ფორმაში გამოწყობილები უფრო მეტ მატჩს იგებენ. ეს აიხსნება შემდეგით - „წითლები“ თავს დომინანტებად გრძნობენ, რაც მათ თვითშეფასებას უმაღლებს. მოწინააღმდეგეებს კი ეს ფერი უბრალოდ აღიზიანებთ.

პორტმუთის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სამანტა მანიც იზიარებს მოსაზრდებას, რომ მამაკაცის სახის ფერს ქალის მისდამი დამოკიდებულების განსაზღვრა შეუძლია. ამასთან ის დასძენს, რომ ძალიან წითელი სახე შეიძლება ალკოჰოლიზმის ნიშანი იყოს, ხოლო ფერმკრთალი კანი ავადმყოფობაზე მიანიშნებს.

„ამრიგად, ეს ცხადყოფს, რომ მოვარდისფრო კანი ყველაზე მიმზიდველია”, - დასძენს ის.

კლინტონის და ბრანსონის სახეები ქალებში აგრესიას იწვევს, ბრედ პიტის მოვარდისფრო სახე კი მიმზიდველია.

ფოტოზე: მსახიობი ბრედ პიტი

სხვა კვლევები კი მონეტის მეორე მხარეს აჩევენებს - კაცები წითურ ქალებზე გიჟდებიან.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“