საკნატუნო ამბები

რა საიდუმლოს მალავს მსოფლიოს ყველაზე განმარტოებული სახლი?

fun time

21:54 შაბ. 19 მარტი, 2022 წელი

სახლი დოლომიტის ალპებში

14
დაკოპირებულია

ეს უჩვეულო სახლი იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,  დოლომიტის ალპებში მდებარეობს. ამ ციცაბო ფერდობზე  ადამიანის მოხვედრა ძალიან ძნელია, ამიტომ თითქმის 100 წელია, სახლში ფეხი არავის დაუდგამს.

უცნაური მდებარეობის გამო ეს ადგილი ყოველთვის ინტერესს იწვევდა. ვარაუდობენ, რომ ის საუკუნეზე მეტი ხნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს აშენდა. ერთ-ერთი ვერსიით, სახლი იტალიელმა ჯარისკაცებმა ააშენეს, რომ თავის შესაფარებელი და საბრძოლო მასალების შესანახი ადგილი ჰქონოდათ.

სახლს აგურის კედლები, დახრილი სახურავი და ოთხი ხის ჩარჩოიანი ფანჯარა აქვს. ოთახში რამდენიმე სკამი დგას. სახლის ნახვისას ბუნებრივად ჩნდება კითხვა - ვინ და როგორ მოახერხა ამ რთულად მისადგომ ადგილზე სამშენებლო მასალის და ავეჯის მიტანა?

დღეს განმარტოებულ სახლში მოხვედრა კარგად მომზადებულ ალპინისტს სახიფათო ბილიკით ან თოკის კიბით შეუძლია. თავგადასავლის მაძიებლებმა სახლი შეიძლება დასასვენებლად გამოიყენონ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან დოლომიტებზე ზოგიერთ მარშრუტის გავლას რამდენიმე კვირა სჭირდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი