რამდენ ძაღლს ხედავთ? - განსაზღვრეთ „რამდენი წლის ხართ“
15:19 პარ. 31 მარტი, 2023 წელი
ჩვენი ტესტი ფსიქოლოგიური ასაკის დადგენაში დაგეხმარებათ. ფსიქოლოგიური ასაკი სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი წლის ხართ სინამდვილეში. შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორებიდან გამომდინარე, ის შეიძლება შეიცვალოს როგორც ახალგაზრდობაში, ისე სიბერეში. სწორედ ფსიქოლოგიური ასაკი განსაზღვრავს თქვენს ინტერესებს, გატაცებებს, მიზნებს და ცხოვრების წესსაც კი.
ნახეთ შინაგანად ვინ ხართ - მოზარდი, რომელიც გამუდმებით სიახლეს ეძებს, ზრდასრული და თავდაჯერებული მეოჯახე თუ გამოცდილი პენსიონერი, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი რამ უნახავს?
ამის დადგენაში ტესტი დაგეხმარებათ. უბრალოდ სურათს შეხედეთ და ძაღლები დათვალეთ. რამდენ ცხოველს ხედავთ?
👉 4 ძაღლი
თუ ნახატზე ოთხ ძაღლს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ მენტალურად 15-20 წლის ხართ. არ გსურთ ზრდასრულთა საზრუნავით თავი დაიტვირთოთ და ცხოვრობთ პრინციპით აქ და ახლა.
კრეატიული ადამიანი ხართ. გიყვართ სპონტანურად მოქმედება და მოგზაურობა. გულღია
ხართ და სწრაფად ახერხებთ სხვა ადამიანებთან საერთო ენის პოვნას.
👉 5 ძაღლი
თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 25-30 წელია - ცხოვრებიდან გარკვეული გამოცდილება უკვე მიიღეთ. ზრდასრულთა პრობლემები გაწუხებთ, მაგრამ ცდილობთ ყველაფერს გაუმკლავდეთ.
ამასთან, ახალგაზრდული დასვენება ჯერ არ დაგვიწყებიათ და ხშირად ერთობით ისე, თითქოს ისევ 18 წლის ხართ.
საქმის გართულება არ გახასიათებთ, პირიქით, ცდილობთ ყველაფერს მარტივად შეხედოთ.
👉 6 ძაღლი
ცხოვრებას მოწიფული ადამიანის თვალით უყურებთ. თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 30-40 წელია.
თქვენთვის სტაბილურობა ბევრს ნიშნავს - გაქვთ სტაბილური სამუშაო, მყარი ოჯახი, ახლო მეგობრების მცირე წრე. შესაძლოა, ვიღაცის თვალში ძველმოდური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ ეს არ გაღელვებთ.
მოგწონთ წარსულის ანალიზი, მომავლისა და საკუთარი მოქმედებების დაგეგმვა. სპონტანურობა და დაუფიქრებლად მოიქმედება თქვენი საქმე არაა.
👉 7 ძაღლი
გონებრივად ჯერ კიდევ ბავშვი ხართ. თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი 10-15 წელია. წარმოსახვა კარგად გაქვთ განვითარებული, მაგრამ ხშირად სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებთ.
გახსოვდეთ, რომ თქვენმა გულუბრყვილობამ შეიძლება დააგაზარალოთ. იცით, მცირედით როგორ დატკბეთ - სიხარულის ყიჟინა დასცეთ, როცა პირველი თოვლი მოდის, ბედნიერებისგან იხტუნაოთ, როდესაც ტირში ფუმფულა დათვი მოიგეთ...
შეიძლება გარეგნულად ბავშვი არ ხართ, მაგრამ ის ისევ თქვენში ცხოვრობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან