საკნატუნო ამბები

რატომ არ ბანაობდნენ ცნობილი ადამიანები?

fun time

16:01 ოთხ. 1 დეკემბერი, 2021 წელი

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

14
დაკოპირებულია

უცნაურია, მაგრამ ზოგ ადამიანს გულწრფელად სჯერა, რომ ხშირად ბანაობა ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამ ადამიანებს არგუმენტად  მოჰყავთ, რომ საპონი კანს აშრობს და სასარგებლო მიკრობებს აცილებს. სინამდვილეში კი, ჰიგიენის დაუცველობამ შეიძლება, ბევრი პრობლემა გამოიწვიოს.

ცნობილია, რომ თანამედროვეობასთან შედარებით, წარსულში სისუფთავის და ხშირი ბანაობის მოწინააღმდეგე გაცილებით მეტი იყო და მათ შორის ძალიან ცნობილი ადამიანებიც არიან. მაგალითად, გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეგობრები მის სახლში, თურმე, ღამით იპარებოდნენ, რათა გენიოსის ტანსაცმელი გაერეცხათ, მაგრამ რატომ არ უყვარდა დიდ მუსიკოსს ბანაობა?

ბეთჰოვენი

გერმანელი კომპოზიტორი კატეგორიულად უარყოფდა აბაზანას, რის გამოც ბევრი ახლობელი დაკარგა. ბეთჰოვენი დარწმუნებული იყო, რომ წყლის მილებს მოწამლული ტყვიისგან ამზადებენ და წყალი, რომელიც ამ მილეში მოედინება, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მეგობრები ამას პარანოიად მიიჩნევდნენ, მაგრამ როდესაც კომპოზიტორისგან მომავალი „სურნელება“ ძნელი ასატანი ხდებოდა, მის სახლში იპარებოდნენ და ტანსაცმელს ურეცხავდნენ.

გაგიკვირდებათ და მუსიკოსის შიში უსაფუძვლო არ იყო, რადგან ძველ ტყვიის მილებში გამდინარე წყალი მართლაც სახიფათო გახლდათ. სასმელი წყლიდან ტყვიით მოწამვლის შემთხვევები თანამედროვე მსოფლიოშიც ხდება. მაგალითად, 2014 წელს ამერიკის მიჩიგანის შტატში ტყვიით დაბინძირებული სასმელი წყლით ბავშვები მოიწამლნენ, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა.

ასევე, ბანაობას, თავისი „რკინის არგუმენტების“ მოშველიებით, არ ცნობდნენ:

მაო ძედუნი

ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში, სასოწარკვეთილი ცდილობდა სხვადასხვა გზით სიცოცხლის გახანგრძლივებას. მაგალითად, გარშემორტყმული იყო ქალური ენერგიით და უამრავი ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა.

მაოს სწამდა, რომ თუ ვეფხვივით მოიქცევი, შეიძლება ვეფხვივით ძლიერი გახდე. ვინაიდან ვეფხვები კბილებს არ იხეხვენ, მაოსთვის პირის ღრუს ჰიგიენა მხოლოდ მწვანე ჩაის გამოვლებით შემოიფარგლებოდა. ამ ჩვევის გამო ჩინელი ლიდერის კბილები მუქმა ნადებმა დაფარა. მაომ ასევე უარი თქვა ბანაობაზე, ამიტომ მსახურები სველი პირსახოცებით წმენდნენ. ცხადია, ცხოვრების ასეთ წესს მაოსთვის უკვდავება არ მოუტანია. პირიქით - ცუდი ჰიგიენის გამო მას სხვადასხვა დაავადება განუვითარდა და 82 წლის ასაკში დაიღუპა.

კარლ მარქსი

გერმანელი ფილოსოფოსი, რომელიც ცნობილია როგორც კაპიტალიზმის კრიტიკული ანალიზის ავტორი, წვრილმანებშიც კი საკუთარი რწმენის ერთგულებას ავლენდა, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, არ გამხდარიყო „ბურჟუაზიული ინფექციის“ მსხვერპლი და ბანაობაზე უარი თქვა.

რა თქმა უნდა, ამას კარგი არაფერი მოჰყოლია. მარქსს კანის უამრავი დაავადება გაუჩნდა. მაგალითად, მას ფურუნკულოზი აწუხებდა და ჩირქიან მუწუკებს პირდაპირ თავის ხელნაწერებზე იდენდა. მოგვიანებით, ისტორიკოსები დიდხანს იმტვრევდნენ თავს იმაზე, თუ რა ლაქები იყო მარქსის ხელნაწერებზე.

◻️◻️◻️

დღეს ალბათ, აღარავის სჭირდება იმის შეხსენება თუ რა მნიშვნელოვანია სისუფთავის დაცვა. ფაქტია, რომ ჭუჭყთან ერთად, ადამიანის სხეულში ხვდებიან ბაქტერიები, რომლებსაც სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ჭუჭყიანი ხელების და ზოგადად, ჰიგიენის დაცვის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გახდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები