საკნატუნო ამბები

რატომ ყრიან ჩინელები ტონობით სიმინდს და ბრინჯს ქუჩაში?

fun time

13:42 სამ. 7 დეკემბერი, 2021 წელი

მარცვლეულის გაშლა გზებზე

14
დაკოპირებულია

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინელები ყოველწლიურად ტონობით ბრინჯს და სიმინდს ქუჩებში, გზებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე და აეროდრომების ასაფრენ ბილიკებზეც კი ყრიან ხოლმე...

მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამოდგება

ბუნებრივია, მოსავლის აღების შემდეგ მარცვლოვან კულტურებს სათანადო გაშრომა სჭირდებათ.ამიტომ ჩინელი ფერმერები, რომლებსაც სპეციალური საშრობი მანქანები არ აქვთ, ტონობით სიმინდს და ბრინჯს გასაშრობად მოასფალტებულ გზებზე და მოედნებზე ყრიან. დიახ, ამ ქვეყანაში მიზნის მიიღწევა ნებისმიერი გზით დასაშვებია! მარცვლეულის გასაშრობად ასფალტი საუკეთესო საშუალებაა, რადგან ის შავი და გლუვია და მზეზე სწრაფად ხურდება. შესაბამისად, მზიან ამინდში ასფალტი შესანიშნავად ხურდება და უზარმაზარ საშრობად იქცევა.

როგორ უყურებს კანონი ფერმერების არჩევანს?

მოსავლის აღების დროს ჩინეთში ფაქტობრივად ყველა გზა და ქუჩა მარცვლეულით ივსება. ხელისუფლება ფერმერებს არა თუ ხელს არ უშლის, პირიქით, ეხმარება და ზოგიერთ რაიონში გზებსაც კი კეტავს ან მოძრაობას ნაწილობრივ ზღუდავს.

ჩინეთში, რომელსაც შიმშილობა არაერთხელ გამოუცდია, სასურსათო უსაფრთხოება პრიორიტეტულია. წელიწადში ორი კვირა გზებზე მოძრაობის გარეშე შეიძლება გაძლო, მაგრამ საკვების გარეშე დარჩენა გაცილებით რთულია. ამიტომ, ხელისუფლება ფერმერებს საშუალებას აძლევს, რომ 2-3 კვირის მანძილზე მოსავალი ნებისმიერ ადგილზე გააშრონ.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება საკვებად გამოიყენო პროდუქტი, რომელიც 3 კვირა ყველაზე უსუფთაო ადგილზეა გაშლილი? წარმოიდგინეთ გზა, რომელზედაც ყოველდღიურად ათიათასობით ავტომობილი მოძრაობს, შესაბამისად, რეზინის ნაწილები, ზეთი, ანტიფრიზი და გამონაბოლქვი აირების ტოქსიკური კომპონენტები ხვდება, მაგრამ ეს ალბათ, ცარიელ კუჭზე ბევრად უკეთესია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის