საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებოდნენ ისტორიული პირები რეალობაში?

fun time

16:00 კვი. 2 მაისი, 2021 წელი

პავლე მოციქული

14
დაკოპირებულია

ბევრი ისტორიული პიროვნების სახე ნახატის ან ფილმების მიხედვით ვიცით, მაგრამ აღადგინეს კი მათი გარეგნობა სწორად?

ტუტანჰამონი

ტუტანჰამონის მუმიის მკვლევარებმა 10-წლიანი შრომის შედეგად დაგვანახვეს, როგორ გამოიყურებოდა ეს ფარაონი სინამდვილეში. ასევე, პასუხი გაეცა მისი ნაადრევი სიკვდილით გამოწვეულ კითხვას. ტუტანჰამონს მთელი რიგი სერიოზული დაავადებები აწუხებდა: მყიფე ძვლები, მგლის ხახა, თანდაყოლილი ფეხის ამოვარდნილობა. ის ჯოხით გადაადგილდებოდა. მისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი კი მალარია იყო.

პავლე მოციქული

მეცნიერთა თვალსაზრისით, იესო ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე იმგვარად გამოიყურებოდა, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. 2009 წელს რომაული საკურთხევლის ქვეშ მოციქულის ნეშტი აღმოაჩინეს. თუმცა ზოგიერთ მკვლევარს ეჭვი ეპარება მის ავთენტიკურობაში.

მეფე რიჩარდ III

მეფე ბრძოლის ველზე მოკვდა. მან 11 ჭრილობა მიიღო, აქედან 9 - თავში. ნეშტის რეკონსტრუქციის შემდეგ მეცნიერებმა მისი სახე აღადგინეს.

ნიკოლოზ კოპერნიკი

ნიკოლოზ კოპერნიკის ჩონჩხი 2005 წელს ერთ-ერთ პოლონურ ეკლესიაში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ექსპერტებმა მისი სახის აღდგენა მოახერხეს.

იოჰან ბახი

დიდი კომპოზიტორის ნეშტის ექსჰუმაცია მოახდინეს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მოქანდაკეებმა ბახის ბიუსტი გააკეთეს. ახლა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს არ არის ზუსტი ასლი. ისინი განმეორებით ექსპერტიზას ითხოვენ.

დანტე ალიგიერი

ბოლონიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ალიგიერის სახის რეკონსტრუქცია 2007 წელს მოახდინეს. იმავდროულად მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მას სიცოცხლეში ძილის უეცარი შეტევები ჰქონდა.

ანრი IV

ანრი IV-ის მუმიფიცირებულმა თავმა ჩვენს დრომდე მოაღწია. თუმცა ზოგიერთ გენეტიკოსს ეჭვი ეპარება, რომ ის ნამდვილად საფრანგეთის მეფის თავია.

ნეფერტიტი

მეცნიერებს ნეფერტიტის სილამაზეში ეჭვი ეპარებათ. მათ დედოფლის ცნობილ ბიუსტზე "პლასტიკური ოპერაციის" კვალი აღმოაჩინეს. ხელოვნების ეს ნიმუში შემდგომში ბათქაშით მოალამაზეს. თავად ნეფერტიტის მუმია ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის.

არსინოი IV

ამგვარად გამოიყურებოდა კლეოპატრას და, რომელიც კლეოპატრას ხელით მოკვდა. ქალის თავის ქალა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა, მაგრამ მისი გარეგნობის აღდგენა ზოგიერთი ჩანაწერისა და აზომვის შედეგებით მოახერხეს.

კლეოპატრა

ჩვენი დროის საზომით, იგი ლამაზი სულაც არ იყო. მაგრამ მაშინ მან რომის იმპერატორი მოხიბლა. აი, ასე იცვლება სილამაზის სტანდარტები.

🔰:

სილამაზის უცნაური სტანდარტები სხვადასხვა ეპოქაში

ქალის იდეალური ფიგურა მსოფლიოს 18 ქვეყანაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები