ურთიერთობა

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი (ფოტორეპორტაჟი)

fun time

14:00 სამ. 31 აგვისტო, 2021 წელი

ხოსე მუხიკა

14
დაკოპირებულია

მან უარი თქვა პრეზიდენტის სასახლეში ფუფუნებით ცხოვრებაზე და ისტორიაში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტის სახელით შევიდა. 

დღეს 86 წლის ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო, ურუგვაის პოლიტიკური მოღვაწე და ქვეყნის პრეზიდენტი 2010-2015 წლებში, მოკრძალებულ ფერმაში ცოლთან ერთად ცხოვრობს და ბოსტნეული მოჰყავს. მას ქვეყნის მოსახლეობა სიყვარულით „პეპეს“ ეძახის.

მუხიკა ამ ფერმაში ცხოვრობდა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროსაც. იმდროინდელი ხელფასის (პრეზიდენტის ხელფასი 12,500 დოლარია) უმეტეს ნაწილსაც ქველმოქმედებაში ხარჯავდა და ოჯახში მხოლოდ 1,250 დოლარს მოიხმარდა. მისი ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი იყო 1987 წლის გამოშვების ავტომობილი Volkswagen.

პრეზიდენტობის შემდეგ სენატის წევრი იყო, საიდანაც საკუთარი ნებით წამოვიდა, 2018 წელს და სენატის წევრის პენსიაზეც უარი თქვა.

„პეპე“ მთელი ცხოვრება ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკებში ანგარიშები არ აქვს, ხოსე მუხიკა თავს ღარიბად არ მიიჩნევს.

„ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს მეძახიან, მაგრამ მე არ ვარ ღარიბი. ღარიბები ისინი არიან, ვინ მხოლოდ იმისთვის მუშაობენ, რომ კომფორტში იცხოვრონ. მათ ყოველთვის უფრო მეტის მიღების სურვილი უჩნდებათ“, - ამბობს ხოსე მუხიკა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!