ურთიერთობა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურაცხყოფას ცდილობენ? - იგავი, რომელიც დაგაფიქრებთ

fun time

18:19 პარ. 8 მარტი, 2024 წელი

ბრძნული იგავი

14
დაკოპირებულია

შურიანი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. თავის შეკავება რთულია, როცა ვიღაც სიტყვით თუ მოქმედებით ჩვენს გაღიზიანებას და შეურაცხყოფას ცდილობს. აი, ეს ბრძნული იგავი სწორედ ნეგატიურ ენერგიასთან გამკლავებას გვასწავლის.

 

***

უძველეს დროში ცხოვრობდა ერთი ბრძენი კაცი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში დიდხანს მოგზაურობდა. ის ღარიბებს და ჩაგრულებს ხვდებოდა, მათ გასაჭირს ყურადღებით ისმენდა და ბრძნული რჩევებით ეხმარებოდა.

ერთ დღეს მას მშობლიური ქალაქი მოენატრა და სახლში დაბრუნდა, მაგრამ მოსახლეობა შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდა:

- სად იყავი ამდენ ხანს, სანამ ჩვენ ვმუშაობდით? წადი იქ, საიდანაც მოხვედი მაწანწალა!
- ყაჩაღი! ალბათ პატიოსანი ადამიანების ძარცვით ცხოვრობ!
- ქურდი! ლოთი! ზარმაცი! - უყვიროდნენ ადამიანები.

კაცს შეურაცხმყოფელი შეძახილებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ის თავისი სახლისკენ უხმოდ მიდიოდა.

მას ერთი ახალგაზრდა ვაჟი დაეწია და ჰკითხა:

- მე ვიცი, რომ შენ ბრძენი და კეთილი ადამიანი ხარ და ყველა ეს ბოროტი სიტყვა ცილისწამებაა! რატომ არ უბრუნებ პასუხს და თავს რატომ არ იცავ?
- გამომყევი, რაღაც მინდა გაჩვენო, - უპასუხა კაცმა.

ისინი ბრძენის სახლში ერთად შევიდნენ. ბრძენი ძველ სკივრში დიდხანს იქექებოდა და ბოლოს დახეული და ჭუჭყიანი ძონძები ამოიღო და ახალგაზრდას მიაწოდა:

- აბა მოიზომე.
- რისთვის მჭირდება ეს ძონძები, მათხოვარი გგონივარ? - აღშფოთებულმა ახალგაზრდამ ძონძები ზიზღით გადაყარა.
- აი, ხედავ? შენ უარი თქვი ძონძების ჩაცმაზე, რადგან ზუსტად იცი, რომ შენ ის არ ხარ, ვისთვისაც ეს ძონძებია განკუთვნილი. ზუსტად ასე ვარ მეც. ბოროტი სიტყვები არ შეურაცხმყოფს, რადგან ვიცი, რომ ისინი მე არ მეხება. მხოლოდ შენი გადასაწყვეტია, მოიზომებ თუ არა ყველაფერს, რასაც გთავაზობენ.

იგავის მორალი:

✔️გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ყველაფერს, რაც გესმით.

✔️ბოროტი და შურიანი ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან.

✔️საჭირო არ არის მათთან კამათი და თავის მართლება. უბრალოდ, გადააბიჯეთ იმ ძონძებს, რომელსაც ხალხი გესვრით - ის თქვენთვის არაა.

ესეც საინტერესოა:

იგავი იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ჭკვიანი ადამიანი სულელისგან

სოკრატე და იგავი სამ საცერზე

როცა ჩურჩულით ნათქვამი არ ესმით (თანამედროვე იგავი)



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს