ურთიერთობა

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

fun time

16:04 ხუთ. 29 თებერვალი

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

14
დაკოპირებულია

ებრაელ ხალხს მსოფლიო მეცნიერებასა და კულტურაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. მაგალითად, 1901-2023 წლებში ნობელის პრემიის 965 ლაურეატიდან 214 იყო ებრაელი (ან ერთი მშობელი მაინც ჰყავდა ებრაელი), რაც ლაურეატთა საერთო რაოდენობის 22%-ს შეადგენს! უმეტესობამ პრესტიჟული ჯილდო მეცნიერების დარგში მოიპოვა. მაინც, რისი სწავლა შეიძლება ამ ჭკვიანი ერისგან:

1. ყოველთვის შეინარჩუნე პატივი და ღირსება

შიშით არასდროს იკანკალო იმის წინაშე, ვინც უფრო ძლიერია ფიზიკურად თუ გონებრივად. თუ შენ დაგამცირეს, ეს არ არის ნორმალური. მაგრამ, გახსოვდეს, რომ ეს რჩევა სიამაყეს კი არა, ადამიანებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებს ეხება.

2. შეიყვარე პრობლემები

ცხოვრების გზა უსწორ-მასწოროა და არაფრისგან ვართ დაზღვეულები. სირთულე და პრობლემები ყოველთვის იქნება, უბრალოდ უნდა გახსოვდეს, რომ მძიმე დრო მხოლოდ გაძლიერებს.

3. იყავი შრომისმოყვარე და იშოვე ფული

ფული არის ის, რასაც ყველა ებრაელი უსაზღვროდ პატივს სცემს. შრომისმოყვარეობა ებრაელებს სისხლში აქვთ. ებრაელი არ დაიკვეხნის თავიანთი შემოსავლით და არ გაფლანგავს თავის სიმდიდრეს. ებრაელები მუდმივად აგროვებენ და ზოგავენ.

4. არასოდეს აჩვენო სახალხოდ შენი ცუდი განწყობა

რა ქარიშხალიც არ უნდა ტრიალებდეს შენს გულში - გაიღიმე! ვერც კი წარმოიდგენ, ეს ისე შეცვლის შენს ცხოვრებას.

5. სხვების დახმარებით საკუთარ თავს ეხმარები

ებრაულ ტრადიციაში ქველმოქმედება დარღვეული სამართლიანობის აღდგენის საშუალებაა.

6. ნუ შეარცხვენ ადამიანს საჯაროდ

ადამიანის შერცხვენა ან დაცინვა საჯაროდ, მაშინაც კი, თუ მისი საქციელი დაცინვას იმსახურებს, ებრაელისთვის უდიდესი სისასტიკეა. არცერთი თავმოყვარე ებრაელი არ დაუშვებს, რომ თავს ასეთი დანაშაულის ჩადენის უფლება მისცეს.

7. არასდროს იჭორაო და არ დასწამო ცილი

ღმერთმა მისცა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი იმიტომ, რომ მეტი ისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს!

8. არასდროს გიხაროდეს შენი მტრის სიკვდილი

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი იძულებულია იცხოვროს მუდმივი ტერორისტული საფრთხის ქვეშ, ქვეყანა ცდილობს აღზარდოს მშვიდობისმოყვარე, ცივილიზებული მოქალაქეების თაობა.

9. ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მშვიდად მიიღე

ვინ იცის, იქნებ მოსახვევში დიდი ბედნიერება გელოდება!

10. თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენა სამყაროს გადარჩენას უდრის

ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. მის ხსნას შეუძლია გამოისყიდოს ყველაზე საშინელი ცოდვები.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ ატარებენ ებრაელები პატარა ქუდს?

რატომ გადადის ებრაელებში ეროვნება დედის ხაზით?

ქაშერული სექსი და სიყვარულის 4 პრინციპი ებრაელებისგან

რატომ წერენ ებრაელები და არაბები მარჯვნიდან მარცხნივ?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!