ურთიერთობა

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი - ვის დაუხარა თავი ელისაბედ II-მ?

fun time

15:53 შაბ. 9 მარტი

დედოფალი ელისაბედ II

14
დაკოპირებულია

70 წლიანი დედოფლობის მანძილზე ელისაბედ II-მ თაყვანიცემის ნიშნად დახრილი ასობით ათასი ადამიანი ნახა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონარქი ოდესმე თავად დაუხრიდა ვინმეს თავს თაყვანისცემის ნიშნად.

დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა 25 წლის წინათ მკაცრი სამეფო პროტოკოლი დაარღვია დიანა სპენსერის გამო!

როდესაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა, დიანა ახალგაზრდა, გულუბრყვილო გოგონა იყო. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა როგორ დიდ როლს უმზადებდა ბედი და რამდენად მტკივნეული იქნებოდა ეს გამოცდილება...

***

პრინც ჩარლზთან ქორწინებამ დიანას ბედნიერება ვერ მოუტანა, პირიქით, მის ფსიქიკაზე მძიმე კვალი დატოვა.

ზოგი ბიოგრაფი ვარაუდობს, რომ ელისაბედ II-ს დიანა უყვარდა და იმედოვნებდა, რომ პრინცესა სამეფო ოჯახის შერყეულ იმიჯს აღადგენდა. ლამაზ და ზრდილობიან გოგონას დიდგვაროვანი ოჯახიდან დედოფალი იდეალურ სარძლოდ მიიჩნევდა, მაგრამ მასთან ურთიერთობისას ძალიან ოფიციალური იყო.

„პირველ დღეებში დიანას დედამთილის უბრალოდ ეშინოდა. პრინცესა სამეფო კარის ეტიკეტს ყოველთვის იცავდა, ელისაბედ II-სთან შეხვედრისას ღრმა რევერანსს აკეთებდა და მასთან დისტანციურ ურთიერთობას ინარჩუნებდა.

ოფიციალური ურთიერთობის მიუხედავად, ელისაბედ II-მ დიანას ძალიან მალე სამეფო ღონისძიებებზე მისი წარმომადგენლობა ანდო, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

„ვფიქრობ, რომ უინძორთა შორის ცხოვრება დიანასთვის იმაზე ნაკლები ტვირთი იქნება, ვიდრე მოელის", - წერდა ელისაბედ II მეგობარს, მაგრამ დედოფალი შეცდა...

***

როცა ჩარლზს ცოლად მიჰყვებოდა, დიანამ უკვე იცოდა, რომ მის საქმროს კამილა პარკერ ბოულზი უყვარდა. პრინცესა თავის განცდებთან მარტო დარჩა. უზარმაზარი ბუკინგემის სასახლე მისთვის მყუდრო ბუდედ კი არა, გამოცდად იქცა. შედეგი - დეპრესია, ბულიმია, სუიციდის მცდელობები...

დროთა განმავლობაში ელისაბედ II მიხვდა, თუ რას განიცდიდა მისი რძალი. ერთხელ მან დიანა ჩარლზისა და კამილას ურთიერთობის გარშემო არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ მიიწვია. მოგვიანებით, დიანამ გაიხსენა, როგორ უპასუხა ელისაბედ II-მ დახმარებისთვის თხოვნას:

„ელისაბედმა მითხრა, არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეთ. ჩარლზი უიმედო შემთხვევაა - ასეთი დახმარება მივიღე დედოფლისგან“.

***

ამ საუბრის შემდეგ დიანამ მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი დაკარგა და სამეფო ოჯახში პატივისა და ღირსებისთვის ბრძოლაში მისი მთავარი მოკავშირე მედია გახდა. მას ქმრის ღალატზე ყველა მტკიცებულება ჰქონდა.

რა თქმა უნდა, დედოფალს მედიასთან ჰერცოგინიას გულწრფელობა არ მოეწონა. ლედი დიმ BBC-თან ინტერვიუში პირდაპირ აღიარა, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა. გარდა ამისა, დიანამ უინძორებს შორის ცხოვრების შესახებაც ისაუბრა, რითაც დედოფალი გააბრაზა.

1992 წელს ყველასთვის ცხადი გახდა, რომ უელსის პრინცესას და ჩარლზის ქორწინება დასასრულს უახლოვდებოდა, თუმცა პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი ერთმანეთს 4 წლის შემდეგ, 1996 წელს დაშორდნენ.

დედოფალი დიანას არასოდეს ადანაშაულებდა განქორწინებაში. პირიქით, როგორც სამეფო ოჯახის ბიოგრაფი რობერტ ლეისი ჰყვება, ელისაბედ II და მისი ქმარი, პრინცი ფილიპი მთელ პასუხისმგებლობას ჩარლზს აკისრებდნენ, რომელიც ახალგაზრდა, მშვენიერ ქალზე იყო დაქორწინებული, მაგრამ გულით სხვას ეკუთვნოდა.

***

ბრიტანელები ფიქრობდნენ, რომ მათი საყვარელი პრინცესა ქალურ ბედნიერებას იპოვიდა და ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა, მაგრამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ყველა ოცნებას წერტილი დაუსვა.

პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. მსოფლიო მოუთმენლად ელოდა სამეფო ოჯახის კომენტარებს, მაგრამ ელისაბედი ტრაგედიიდან რამდენიმე დღის განმავლობაში დუმდა.

მოგვიანებით ბიოგრაფები დაწერენ, რომ დედოფალი დიანას გარდაცვალების ამბით შოკირებული იყო და მთელი ყურადღება ობოლი შვილიშვილების ბედზე გადაჰქონდა.

ბრიტანელები დამწუხრებულები და გაბრაზებულები იყვნენ - დიანას კუბო ლონდონში, სენტ ჯეიმსის სასახლეში იდგა, სამეფო ოჯახი, მათ შორის დიანას შვილები კი შოტლანდიაში, ბალმორალის მამულში იყვნენ.

***

დედოფალმა იცოდა, რომ დიანას გარდაცვალების გამო ერისთვის უნდა მიემართა, მაგრამ ჯიუტად დუმდა. დიანას თაყვანისმცემლების მიერ შექმნილ მემორიალთან დედოფალი მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად მხოლოდ 4 სექტემბერს გამოჩნდა.

სიტყვა, რომელსაც ბრიტანელები ელოდნენ, მონარქმა 5 სექტემბერს წარმოთქვა.

„ის საოცარი თვისებების მქონე, უნიკალური ადამიანი იყო. დიანას გაღიმების და საკუთარი სითბოთი და სიკეთით ადამიანების შთაგონების უნარი არასოდეს დაუკარგავს. მე მისით აღფრთოვანებული ვიყავი და პატივს ვცემდი ენერგიისა და ხალხისადმი ერთგულების, განსაკუთრებით კი - შვილებისადმი ერთგულებისთვის“.

დედოფალმა რძლის მიმართ კეთილი სიტყვები არ დაიშურა. ცხადი იყო, რომ დიანას სიკვდილი მძიმედ გადაიტანა, მაგრამ მსოფლიო სხვა რამემ შეძრა - ელისაბედ II-მ, მსოფლიოში ერთ-ერთმა უძლიერესმა მონარქმა დიანას კუბოს ჩატარებისას, თაყვანისცემის ნიშნად თავი დახარა.

„ეს არ იყო სწრაფი ან ზედაპირული თაყვანისცემა. დედოფალმა, რომელიც მიეჩვია, რომ მის წინაშე სამყარო ქედს იხრის, თავი დახარა და პრინცესას თაყვანი სცა“ - წერდა Washington Post.

დედოფალმა რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჟესტი სამეფო პროტოკოლის უხეშ დარღვევად ითვლება, მაგრამ მაინც დახარა თავი 2,5 მილიარდი ადამიანის წინაშე, რომლებიც დიანას დაკრძალვას პირდაპირი ეთერით უყურებდნენ.

***

უელსის ყოფილი პრინცესა ალთორპში დაკრძალეს, სადაც ბავშვობა გაატარა. პატარა ტბის შუაში მდებარე კუნძულზე განისვენებს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ინგლისის დედოფლის თაყვანისცემა დაიმსახურა.



ესეც დაგაინტერესებთ:

ვინ და რატომ გაანადგურა პრინცესა დიანას პირადი ნივთები?

5 საუკეთესო ფილმი დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრებაზე

დედოფლის ერთადერთი ქალიშვილი - რატომ არ ჩნდებოდა პრინცესა ანა ელისაბედ მეორის გვერდით?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!