ურთიერთობა

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა 36 წლის განმავლობაში კაცად ინიღბებოდა

fun time

16:02 ხუთ. 7 მარტი

ინდოელი ქალის ისტორია

14
დაკოპირებულია

ინდოეთში ქალების 70% ოჯახში ძალადობას განიცდის. ყოველ ნახევარ საათში, სულ მცირე, 1 ინდოელი ქალი გაუპატიურების მსხვერპლი ხდება. ჩვენ გიამბობთ ქალზე, რომელიც ქალების მიმართ ასეთი სასტიკი დამოკიდებულების გამო, იძულებული იყო, რომ საზოგადოებისთვის თავი კაცად მოეჩვენებინა. 

პაჩიამალი 20 წლის იყო, როდესაც მისი ქმარი გულის შეტევით გარდაიცვალა. წყვილმა ერთად მხოლოდ 15 დღე გაატარა, თუმცა გოგონა დაორსულდა. დაქვრივებულმა გოგონამ შვილის შენარჩუნება გადაწყვიტა, მით უმეტეს, რომ ექიმთან მისვლის ფული არ ჰქონდა. ბავშვის გამოსაკვებად ის იძულებული იყო ნებისმიერ სამუშაოს დათანხმებდოდა.

მარტოხელა დედობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში რთულია, ინდოეთში კი - განსაკუთრებით. ამ ქვეყანაში მარტოხელა დედას გამუდმებული დამცირებისა და შევიწროების ატანა უწევს და პაჩიამალი გამონაკლისი არ ყოფილა. ახალგაზრდა ქვრივმა ასეთ ცხოვრებას რამდენიმე წელი გაუძლო, შემდეგ კი ერთ-ერთ ტაძარში გაემგზავრა, სადაც ქალებს თმას აჭრიან.

პაჩიამალმა თავისი სარი და მოჭრილი თმა ქალღმერთს დაუტოვა და ტაძრიდან მამაკაცის სახელით გამოვიდა. ამ დღიდან მისი სახელი მუთუ იყო და მამაკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა.

***

მუთუდ ქცეული ქვრივი შვილთან ერთად საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა და მუშაობა დაიწყო. თავდაპირველად ჩაის ოსტატად, შემდეგ მღებავად და მშენებლადაც კი იმუშავა, თუმცა არცერთ სამსახურში მისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

ქვრივმა აღიარა, რომ მამაკაცის ვიზუალმა მას უსაფრთხოების განცდა და სულიერი სიმშვიდე მოუტანა, ამიტომაც 36 წლის მანძილზე თავის საიდუმლოს, რომელიც მხოლოდ მშობლებმა და ქალიშვილმა იცოდა, საგულდაგულოდ მალავდა.

***

საიდუმლოს ფარდა მაშინ აეხადა, როდესაც ქვრივის ქალიშვილი სრულწლოვანი გახდა. მუთის დასამალი აღარაფერი ჰქონდა და თავისი საოცარ გარდასახვის ამბავი აღიარა. მისი ისტორია გაზეთის ფურცლებზეც კი მოხვდა.

ქვრივის მიმართ მხარდაჭერა მილიონობით ადამიანმა გამოხატა, მაგრამ ის უკან - ქალის ცხოვრებასთან დაბრუნებას აღარ გეგმავს. მუთის შვილს კი სანდო და კეთილი მამაკაცი შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა. მან ნამდვილი ქალური ბედნიერება იპოვა.

***

გოგოს „ბიჭად გადაქცევა“ მუსლიმანურ ქვეყნებში საკმაოდ ცნობილი მოვლენაა, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, სადაც ვაჟები არ იზრდებიან. მაგრამ პაჩიამალი მუსლიმანურ საზოგადოებას არ მიეკუთვნებოდა - მას კაცად ქცევა პოლითეისტური ინდოეთის საზოგადოებამ აიძულა.

ინოდეთში ბევრ რეგიონში ქალებს დაქვრივების შემდეგ უსარგებლო ადამიანებად მიიჩნევენ და დევნიან. მათ რიყავენ ოჯახის წევრები და ახლობლები. შვილებსაც კი შეუძლიათ დაქვრივებული დედა სახლიდან გააძევონ.

👉 „დაიწვი ქმართან ერთად“ - საშინელი რიტუალი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია

ინდოეთის ბევრ სოფელში მიაჩნიათ, რომ ქვრივები შერცხვენილები არიან, რადგან საკუთარი ქმრის გადარჩენა ვერ შეძლეს და ოჯახში მათი ადგილი არაა. ასეთი გაგება ინდური ტრადიციებიდან იღებს სათავეს და დღემდე შემორჩა.

ესეც საინტერესოა:

გოგონების წინადაცვეთა - 21-ე საუკუნის საზარელი რეალობა!

მკერდის „დაუთოება“ - როგორ იცავენ აფრიკელი დედები ქალიშვილებს სექსუალური ძალადობისგან?

პირველი ექიმი ქალი, რომელიც თავის სქესს 46 წელი მალავდა!

5 ქალი, რომლებსაც სახელი და დიდება კაცებმა მოჰპარეს

წყარო: www.news18.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!

სამი რამ, რასაც ჭკვიანი ადამიანი მა...

არტურ შოპენჰაუერი