საკნატუნო ამბები

სასაფლაო, სადაც ყოველ ნაბიჯზე შედევრია

fun time

16:00 პარ. 29 იანვარი, 2021 წელი

მილანი, სასაფლაო, გოგონას
ქანდაკება

14
დაკოპირებულია

მილანის Cimitero Monumentale ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სასაფლაოა . ღია ცის ქვეშ აგებული ქანდაკებისა და არქიტექტურის ნამდვილი მუზეუმი 1866 წელს, იტალიელმა არქიტექტორმა კარლო მაკიაჩინმა ააშენა. აქ დაკრძალული არიან ცნობილი კომპოზიტორები, მუსიკოსები, პოეტები, მწერლები და მხატვრები: ჯუზეპე ვერდი, მუსიკოსი ვლადიმერ ჰოროვიცი, დირიჟორი არტურო ტოსკანინი, მხატვარი და დიზაინერი ბრუნო მუნარი და სხვები. 

 

მილანის ეს დიდი სასაფლაო უფრო მეტად უცნაური ქანდაკებების პარკს ჰგავს, ვიდრე მკვდრების ქალაქს.

გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა კამპარების საგვარეულო საფლავზე განთავსებული სკულპტურული ჯგუფი „უკანასკნელი ვახშამი“, აქ დავიდე კამპარი განისვენებს.

დიახ, ეს სასაფლაო მილანის ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.

ფიგურებით შემკული თითოეული საფლავი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

ეს თეთრი კოშკი ტრიკოტაჟის ქარხნების მფლობელის, ქველმოქმედისა და სენატორის ანტონიო ბერნოკის საფლავზე დგას:

მინა და ლითონი - ცნობილი კათოლიკე მღვდლის ლუიჯი გიუსანის საფლავი.

ცნობილი მილანური ოჯახები განსაცვიფრებელი სილამაზის საგვარეულო სამარხები აღმართვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ენცო ვიკარი 1980 წლიდან 1987 წლამდე მილანის პრეფექტი იყო და ქალაქს ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ომის მძიმე წლებში მართავდა.

მთავარი შენობის თაღის ქვეშ დამონტაჟებულია ცნობილი იტალიელი მწერლის, ალესანდრო მანზონის სარკოფაგი.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა