საკნატუნო ამბები

თანამედროვე მონარქებისა და პრეზიდენტების გატაცებები

fun time

16:00 ორშ. 30 აგვისტო, 2021 წელი

მონარქების გატაცებები

14
დაკოპირებულია

ბევრს ჰგონია, რომ თანამედროვე მონარქები და პრეზიდენტები განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობენ, თუმცა მათაც აქვთ თავიანთი გატაცებები - ზოგი პილოტად მუშაობს, ზოგი ოლიმპიადაში მონაწილეობს, ზოგს კი YouTube-ზე გადაცემა მიჰყავს...

ნიდერლანდების მეფე უილიამ-ალექსანდრე 20 წელზე მეტია თვითმფრინავის პილოტად მუშაობს და თვეში, სულ მცირე, ორ გაფრენას ახორციელებს. მონარქის თქმით, ჰობი ნებისმიერ ადამიანს აქვს და ამაში გასაკვირი არაფერია.

დანიის დედოფალი მარგარიტა II, რომელიც სამეფო ტახტზე 31 წლის ასაკში ავიდა, მხატვრობითაა გატაცებული. მისი შექმნილია ილუსტრაციების ციკლი რომანისთვის „ბეჭდების მბრძანებელი“. ამას გარდა, დედოფალი საფოსტო მარკებისა და თეატრალური კოსტიუმებისა და დეკორაციების ავტორიც გახლავთ. მარგარიტა II-ის ნამუშევრების გამოფენა როგორც სამშობლოში, ასევე მისი ფარგლების გარეთაც ეწყობა.

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი ფლორის დიდი მოყვარულია. თავის მამულში ის ორგანულ მიწათმოქმედების იდეებს ახორციელებს. ხშირად აწყობს აქციებს და ადამიანებს ბუნებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ჩარლზმა აღიარა, რომ თავის მცენარეებს ხშირად ესაუბრება და ზოგჯერ ისინიც პასუხობენ.

ნორვეგიის მეფის ჰარალდის გატაცება იახტები და იალქნიანი გემებია. მეტიც, ჰარალდი რამდენიმე ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატების მონაწილეა. 68 წლის ასაკში, გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ნორვეგიის მეფემ თავის გუნდთან ერთად, შვედეთში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაში გაიმარჯვა. ჰარალდს სპორტის ამ სახეობის სიყვარული მამისგან მემკვიდრეობით გადაეცა, რომელიც 1928 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

იორდანიის მეფემ აბდალა II-მ 1995 წელს გადაღებულ სერიალში „ვარსკვლავური გზა“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. მას ხშირად იღებენ ფილმებში და იწვევენ სატელევიზიო გადაცემებში. კინემატოგრაფიული ხელოვნების მიმართ, მონარქის დამოკიდებულება მხოლოდ ფილმებში მონაწილეობით არ დასრულებულა. აბდალამ კონემატოგრაფიის სამეფო საზოგადოება და კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დააფუძნა. 2016 წელს ისტორიაში პირველად, იორდანიაში გადაღებული ფილმი „ოსკარზე“ წარადგინეს.

მონაკოს პრინცი ალბერ II მსოფლიოში პირველი მონარქია, რომელმაც ჩრდილოეთ პოლუსზე ფეხი დადგა. მან 2006 წელს ექსპედიცია მოაწყო, რომ დიდი ბაბუის მიერ 100 წლის წინათ დაწყებული საქმე დაესრულებინა. პრინცმა ის ადგილები მოინახულა, სადაც მისი წინაპარი იმყოფებოდა, ფოტოები გადაიღო, საუკუნის წინანდელ ფოტოებს შეადარა და დაამტკიცა, რომ ჩრდილოეთის პოლუსის ყინულოვანი საფარი 3-6 კმ-ით შემცირდა.

ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს 2015 წლიდან მოყოლებული, YouTube-ზე გადაცემა მიჰყავს, სადაც როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური შინაარსის ვიდეორგოლებს ტვირთავს. პრეზიდენტის სოციალურ ქსელებში განთავსებულ სხვადასხვა გვერდს დაახლოებით 10 მლნ გამომწერი ჰყავს. სავარაუდოდ, სოციალურ ქსელებში აქტიურობა მის მაღალ პოპულარობას უწყობს ხელს, რასაც „ჯოკობის ეფექტი“ უწოდეს.




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში