საკნატუნო ამბები

ვინ არის კაცი, ვინც ხისგან მაქმანებს „ქსოვს“

fun time

16:24 ხუთ. 5 იანვარი, 2023 წელი

ხის მაქმანები

14
დაკოპირებულია

ბელგიელი ჟულიენ ფელერი ხეზე კვეთის ოსტატია, რომელსაც შეუძლია, ხის ნაჭერი ხელოვნების ნიმუშად აქციოს.

ოსტატი ხის უნიკალური თვისებებით და ავეჯის წარმოების პროცესით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა, წლების შემდეგ კი ხეზე კვეთის ხელოვნებას დაეუფლა.

სენტ-ლუკის ხელოვნების სკოლაში სწავლის დროს, როდესაც ჟულიენ ფელერი (Julien Feller)ხეზე კვეთის ოსტატ პატრის დეგრანთან შეგირდად მუშაობდა, Bloc d'Or -ის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა.

ჟულიენი თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს. მისი თქმით, სწავლის პერიოდში და მას შემდეგაც ხშირი და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ნიჭიერ დურგლებთან, ხეზე კვეთის ოსტატებთან, ოქრომჭედლებთან და რესტავრატორებთან, რომლებიც პროფესიული უნარების განვითარებაში დეხმარნენ.

ფელერმა, ხის გარდა, თიხასთან, ცვილთან, ბრინჯაოსთან და თაბაშირთან მუშაობაც ისწავლა. მრავალმხრივმა ცოდნამ ხეზე კვეთის ოსტატის შემოქმედება უფრო მდიდარი და საინტერესო გახადა და მოქმედების თავისუფლება მიანიჭა.

ჟიულიენის მიერ შექმნილი ბრიუსელის მაქმანი ნამდვილი შედევრია - დეტალების დამუშავების ხარისხი და შესრულების რეალობა მნახველის გაოცებას იწვევს.

ფელერის სახელოსნოში უამრავ ხელსაწყოს ნახავთ, რომლებითაც ოსტატი ხის ნაჭრისგან ზღაპრული სილამაზის მაქმანებს ქმნის. ორნამენტული სტილისა და ტექნოლოგიების ცოდნა ჟულიენს საშუალებას აძლევს, სარესტავრაციო პროექტებზე იმუშაოს და დაზიანებული ფრაგმენტების კონსერვაციას მიაღწიოს.




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?