სილამაზე/ჯანმრთელობა

5 სიტუაცია, როდესაც წყლის დალევას უნდა მოერიდოთ

fun time

12:00 ორშ. 29 ნოემბერი, 2021 წელი

სასმელი წყალი

14
დაკოპირებულია

წყალი ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობაში მონაწილეობს, ამიტომ მისი საკმარისი რაოდენობით მიღება აუცილებელია. თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც წყალს სარგებელზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. ჩვენ გიამბობთ, რა შემთხვევებში არ ღირს წყლის დალევა.

ძილის წინ

მოერიდეთ ძილის წინ წყლის დალევას. ჯერ ერთი, ამის გამო ღამე ტუალეტში გასვლა მოგინდებათ და ძილის რეჟიმი დაგერღვევათ. ამასთან, ზედმეტმა წყალმა შეიძლება თირკმელებზე დატვირთვა გამოიწვიოს, რომელიც ღამით ისე ინტენსიურად არ მუშაობს, როგორც დღისით და ბოლოს, ღამით ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ამიტომ უმჯობესია, ორგანიზმი ზედმეტი სითხით არ გადატვირთოთ.

ცხარე საკვებთან ერთად

ცხარე საკვები ყელის ლორწოვან გარსს თითქოს ცეცხლს უკიდებს. ამ დროს, „ცეცხლის ჩაქრობის მიზნით“ ბუნებრივად ჩნდება წყლის დალევის სურვილი, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია. წყალი კაპსაიცინს (ნივთიერება, რომელიც იწვევს წვის შეგრძნებას) მთელ პირის ღრუსა და საყლაპავ მილში გაავრცელებს და, შვების ნაცვლად, უარეს დისკომფორტს მოგიტანთ. ცხარე საკვების მიღების დროს ექიმები წყლის რძით ჩანაცვლებას გვირჩევენ, რომელიც კაპსაიცინის მოლეკულებს შლის.

ვარჯიშის დროს

ენერგიული ვარჯიშის დროს სხეული ოფლს გამოყოფს და შესაბამისად, სითხეს კარგავს, თუმცა, ფიზიკური დატვირთვის დროს წყლის დალევა არ შეიძლება. წყალი სისხლის მოცულობას ზრდის და გულის კუნთზე დატვირთვაც იზრდება. შედეგად შეიძლება „სპორტული გულის“ დიაგნოზი მიიღოთ, რომელსაც თან ბრადიკარდია და სისტოლური შუილი ახლავს. თუ ვარჯიშის დროს მოგწყურდათ, ეცადეთ, ფიზიკური დატვირთვა თანდათან შეამციროთ და დაისვენოთ. როცა გულისცემა და სუნთქვა ნორმას დაუბრუნდება, შეგიძლიათ წყალი დალიოთ.

როცა ფეხზე დგახართ

ექიმებს მიაჩნიათ, რომ წყლის დალევა ჯდომის დროს ჯობია. საქმე ისაა, რომ ჯდომის დროს სითხე თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლამდე კუჭში ჩერდება და კუჭის მჟავე გარემოს გავლენით წყალში მავნე მიკროორგანიზმების რაოდენობა მცირდება. ფეხზე დგომის დროს კი წყალი პირდაპირ შარდის ბუშტში გადადის და მასში ნალექებს ტოვებს, რაც მომავალში თირკმელების პრობლემებს იწვევს.

ნესვის ჭამის შემდეგ

ზოგადად, ხილის მირთმევის შემდეგ წყლის დალევა აკრძალული არ არის, მაგრამ ნესვი გამონაკლისია. ეს ხილი ვერცერთ პროდუქტს ვერ ეთავსება, მათ შორის, ვერც წყალს. ჯერ ერთი, ნესვში ისედაც ბევრი სითხეა, ამიტომ წყლის დალევა თირკმელებზე დამატებით დატვირთვას იწვევს. ამასთან, ნესვისა და წყლის ურთიერთქმედებამ შეიძლება აირების დაგროვება და დიარეა გამოიწვიოს.

ესეც საინტერესოა:

დღეში მართლა 2 ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ?

რატომ სვამენ ტიბეტელი ლამები დილაობით ცხელ წყალს?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის