სილამაზე/ჯანმრთელობა

ბანანს თქვენც არასწორად მიირთმევთ?

fun time

20:09 პარ. 13 ოქტომბერი, 2023 წელი

ბანანის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ბანანის სასარგებლო თვისებები თითქმის ყველამ ვიცით, მაგრამ ამ კენკრისგან (სიურპრიზი! ბანანი, ბოტანიკოსების შეფასებით, კენკრაა) სარგებლის მისაღებად მისი სწორად ჭამა უნდა ვისწავლოთ.

 

აქ საუბარი არ არის იმაზე, ბანანს „კუდიდან“ გავფცქვნით თუ „ცხვირიდან“.

საქმე ის არის, რომ ბევრი ადამიანი ბანანის კანსა და ნაყოფს შორის არსებულ გრძელ ძაფებს მონდომებით აცლის. გრძელი მოყვითალო ბოჭკოები სრულიადაც არ გამოიყურება გემრიელად და მათ ნაგავში ყრიან - არადა ეს დიდი შეცდომაა!

უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ბოჭკოები - ფლოემები - გამტარი ქსოვილია, ისინი ბანანის „ძარღვებია“. მათი მეშვეობით ხდება ნაყოფის გასაზრდელად საჭირო საკვები ნივთიერებების „ტრანსპორტირება“. ამიტომაც მათში სასარგებლო ნივთიერებები გაცილებით მეტია, ვიდრე თავად ნაყოფში - კალიუმი, უჯრედისი, ვიტამინები А და В6.

ამას გარდა, ფლოემები განსაზღვრავს ბანანის სიმწიფის ხარისხს. მწვანე ნაყოფს ბოჭკოები ნაკლებად აქვს გამოხატული და ძნელად შორდება. აი, მწიფე ბანანის ძაფები კი ადვილი აღმოსაჩენი და მოსახსნელია.

p.s. როგორც ბოტანიკოსები განმარტავენ, ბანანი კენკრაა იმიტომ , რომ მას ისხამს მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. ხილი კი ის არის, რომელიც ხეზე ან ბუჩქზე იზრდება. აი, ასე 😃)

თუ ჯერ არ იცით, ესეც წაიკითხეთ:

ბანანის სასარგებლო თვისებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯან...

დილის ყავა გულის
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

როგორ მოქმედებს ხელსაქმე და ლოცვა ტ...

როგორ მოქმედებს ხელსაქმე
და ლოცვა ტვინის
ჯანმრთელობაზე

შავი ნიორი - რატომ არის ის სიცოცხლი...

შავი ნივრის სასარგებლო
თვისებები

ინტერვალური შიმშილის ყველაზე შედეგი...

ინტერვალური შიმშილის
ყველაზე შედეგიანი რეჟიმი

ბებიების რეცეპტები თუ საზიანო მითებ...

ბებიების რეცეპტები თუ
მითები

რატომ უნდა დალიოთ კაკაო ყოველ დილას...

რატომ უნდა დალიოთ კაკაო
ყოველ დილას

სუფრასთან ჭამა ყველით დაიწყეთ - რჩე...

ნაბახუსევიდან გამოსვლა

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტ...

ღვინის სმის წესები