სილამაზე/ჯანმრთელობა

ერბოს თვისებები - სასარგებლოა თუ არა ეს ცხიმი ჯანმრთელობისთვის?

fun time

18:40 შაბ. 17 მაისი

ერბოს მომზადება

14
დაკოპირებულია

ერბო ის ცხიმია, რომელიც კარაქის გადადნობით მიიღება და ხარისხიანად მომზადებული წლებიც კი ინახება. იმასაც ამბობენ, რაც უფრო დიდი ხნისაა ერბო, მით მეტი სასარგებლო თვისებები აქვსო.  ამის გამო ჩვენმა წინაპრებმა ერბოს მომზადება საუკუნეების წინათ დაიწყეს, როცა მაცივრები ჯერ არ არსებობდა. 

კარაქი და ერბო - მსგავსება და განსხვავებები

ამ ორ პროდუქტს ერთმანეთისგან იოლად გაარჩევთ. კარაქი ყვითელი ან ღია-ყვითელი ფერის ბლოკებად იყიდება და რბილი ნაღების ან რძის გემო და სურნელი აქვს.
ერბო ბევრად უფრო ცხიმიანია და მკვეთრი ყვითელი შეფერილობა აქვს. ერბოს რბილი გემო აქვს.

კარაქისგან განსხვავებით, ერბო არ შეიცავს ლაქტოზას (შაქარს) და კაზეინს (ცილას), ამიტომ მისი გამოყენება მათთვისაც დაშვებულია, ვისაც ლაქტოზას აუტანლობა აქვს.

ეს ცხიმი არ იწვება თერმული დამუშავებისას, არ ხდება კანცეროგენული. ამის გამო ნებისმიერი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ ერბოში.

ერბოს სასარგებლო თვისებები

✔️ ერბო ინარჩუნებს კარაქის ყველა სასარგებლო თვისებას: შეიცავს B, E, D, PP ჯგუფის ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია A ვიტამინით. ასევე შეიცავს ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, სპილენძს, რკინას და მანგანუმს.

✔️ აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;

✔️ ამაგრებს იმუნურ სისტემას - ჩვენი ორგანიზმის დაცვის მექანიზმს;

✔️ ხელს უწყობს ისეთი დაავადებების პრევენციას, როგორიცაა ოსტეოპოროზი, რადიკულიტი და რაქიტი;

✔️ აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამიტომ ხშირად აღმოსავლურ მალამოებსა და სამკურნალო კრემებში შედის.

✔️ აუმჯობესებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, მახსოვრობას;

✔️ ერბოში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმში სწრაფად გადაიქცევა ენერგიის წყაროდ.

ერბოს ზიანი

ზომიერად მოხმარების შემთხვევაში ერბო ძალიან სასარგებლოა, თუმცა:

❌ არასასურველია ერბოს დიდი რაოდენობით მიღება (დღეში 1–2 ჩაის კოვზზე მეტი), რადგან ერბო ძალიან კალორიულია - 100 გრამ ერბოში, დაახლოებით, 900 კილოკალორიაა და მისი ჭარბად მოხმარება იწვევს წონისა და ქოლესტერინის მატებას; ასევე შეიძლება ახლდეს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკი.

❌ არასასურველია ერბოს მიღება ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს, რადგან ერბო ააქტიურებს ნაღვლის გამოყოფას, რამაც ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის შემთხვევაში შეიძლება შეტევა გამოიწვიოს.

ერბოს მომზადება

ერბოს მომზადებისას მთავარია, კარაქი სწორად გაადნოთ.

პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი ჯამში ჩაყარეთ, ჯამი დადგით მდუღარე წყლიან ქვაბზე და კარაქი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, ძალიან დაბალ ცეცხლზე.

კარაქის მასა დნობის პროცესში არ უნდა ადუღდეს.

არ მოურიოთ.

კარაქი დნობის პროცესში ნელ-ნელა გაღიავდება, ხოლო ჯამის ძირზე ნარჩენები რჩება.

როცა კარაქის ბოლომდე გადნება, ქილაზე, რომელშიც ერბო უნდა შეინახოთ, დააფარეთ რამდენიმე ფენა სუფთა მარლა და ერბო ფრთხილად გადაწურეთ - ჯამის ფსკერზე მორჩენილი თეთრი მასა არ უნდა გადაჰყვეს.

1 კგ ერბოს მისაღებად დაგჭირდებათ 6 ცალი 200 გრ-იანი, ხარისხიანი კარაქი დაგჭირდებათ.

სულ ეს არის.

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას!

ესეც საინტერესოა:

7 სასარგებლო თვისება, რომელიც კარაქს შეგაყვარებთ

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი უფრო სასარგებლოა

რა არის კაკაოს კარაქი და რაში გამოვიყენოთ?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მარილის რა დოზაა სასიკვდილო ადამიან...

მარილის რა დოზაა
სასიკვდილო
ადამიანისთვის?

ნიტრატები ბოსტნეულში - რომელი ნაწილ...

ნიტრატები ბოსტნეულში

ჟელატინის სამკურნალო თვისებები

ჟელატინის სამკურნალო
თვისებები

ბატიბუტის თვისებები - გემრიელი ხემს...

ბატიბუტის თვისებები

ფეტვის სასარგებლო თვისებები და მომზ...

ფეტვის სასარგებლო
თვისებები

ბადრიჯანი - სასარგებლო და სამკურნალ...

ბადრიჯანი - სასარგებლო და
სამკურნალო თვისებები

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა