ნიტრატები ბოსტნეულში - რომელი ნაწილი უნდა მოაცილოთ
18:00 პარ. 20 ივნისი

ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ბოსტნეულში ნიტრატების რაოდენობა და ის თუ რომელ ნაწილებში გროვდება ყველაზე დიდი რაოდენობით.
რა არის ნიტრატი?
ნიტრატი აზოტმჟავას მარილებია, რომელიც მცენარისთვის აუცილებელ საკვებს წარმოადგენს და ყველა ბოსტნეულ კულტურაში გვხვდება.
საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრამდე ის მავნე არ არის, შემდეგ კი ნიტრიტად გარდაიქმნება, რაც უკვე შხამს წარმოადგენს.
ბოსტნეულში ნიტრატების ყველაზე საშიში დოზაა 5000 მგ/კგ. თუ ნიტრატები 300-600 მგ-ის ფარგლებშია, ეს ნიტრატების საშუალო შემცველობად მიიჩნევა. ხოლო ნიტრატების უსაფრთხო კონცენტრაცია 10-80 მგ-ია.
ბოსტნეული, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობის ნიტრატს შეიცავს:
- საზამთრო
- ნესვი
- ბოლოკი
- ჭარხალი
- კამა
- სალათის ფოთოლი
- ისპანახი
- მწვანე ხახვი.
საზამთროსა და ნესვში ნიტრატები ქერქის ქვეშ გროვდება, ამიტომ უმჯობესია ქერქთან ახლოს მდებარე რბილობი არ მიირთვათ.
კამაში, ისპანახსა და სხვა მწვანილში ნიტრატები ყველაზე მეტად ღეროებში გროვდება, ამიტომ ფოთლები უნდა მიირთვით.
ბოსტნეული, რომელიც საშუალო რაოდენობის ნიტრატს შეიცავს:
- კიტრი
- სტაფილო
- ყაბაყი
- თეთრი კომბოსტო
- გოგრა
- ბოლოკი.
სანამ კიტრს მიირთმევთ, ყუნწთან მდებარე ნაწილი უნდა მოაჭრათ, რადგან სწორედ აქ გროვდება ნიტრატები ყველაზე დიდი რაოდენობით.
კიტრის მსგავსად, ყაბაყსა და გოგრაშიც ნიტრატები ყუნწთან ახლოს გროვდება.
სტაფილო ნიტრატებს მთელ ნაყოფში ანაწილებს;
კომბოსტო კი - ზედა ფოთლებსა და სქელ ძარღვებში.
ბოსტნეული, რომელიც ყველაზე ნაკლებ ნიტრატს შეიცავს:
- პომიდორი
- წიწაკა
- ჭარხალი
- ლობიო
- ბარდა
- ნიორი
- კარტოფილი
- ხახვი.
ჭარხალი და კარტოფილი ნიტრატებს კანში აგროვებს, ხოლო პომიდორი და წიწაკა - ნაყოფის შუაში.
მცირე რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს: ვაშლი, მსხალი და ბაღის სხვა ხილი და კენკრაც.
***
რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას
მანდარინი - უსაფრთხო ანტიდეპრესანტი
გადაჭარბებულია თუ არა ნივრის „ჯადოსნური“ თვისებები - რას წერენ მეცნიერები?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან