სილამაზე/ჯანმრთელობა

ბატიბუტის თვისებები - გემრიელი ხემსის ზიანი და სარგებელი

fun time

18:03 ხუთ. 22 მაისი

ბატიბუტის თვისებები

14
დაკოპირებულია

ბატიბუტი - თერმული დამუშავების შედეგად გამსკდარი სიმინდის მარცვლები, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საყვარელი სასუსნავია. 

ბატიბუტი შეიცავს ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვან რაოდენობას, განსაკუთრებით პოლიფენოლებს – ეს ნივთიერება ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან იცავს.

ბატიბუტის კალორია

ზოგადად, ბატიბუტი დაბალკალორიული ხემსია, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ არის მომზადებული.

მსუბუქად შეზავებული ბატიბუტი ჯანსაღი და სასარგებლოა, რადგანაც ბოჭკოთი მდიდარი მარცვლოვანი პროდუქტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის განვითარებისგან იცავს, თუმცა, გარეთ ნაყიდი ბატიბუტი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც სახლში ამზადებთ.

მაგალითად, ქუჩაში ან კინოთეატრში შეძენილი ბატიბუტი შეიძლება 1090 კალორიას და 2650 მილიგრამ ნატრიუმს შეიცავდეს. მარილი კი ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია მაღალი წნევისა და ინსულტისთვის.

თუ ბატიბუტს გულის კუნთისთვის სასარგებლო რომელიმე ზეთით (კანოლას, იგივე რაფსის ან ზეითუნის ზეთით) მოვამზადებთ, ის შეიძლება სასარგებლოდ ჩაითვალოს. ამიტომ უმჯობესია, თავიდანვე მოვამზადოთ.

ბატიბუტის სასარგებლო თვისებები

სწორად მომზადების შემთხვევაში ბატიბუტი საკმაოდ ჯანსაღი, ხელმისაწვდომი და გემრიელი ხემსია - ერთი ულუფა ბატიბუტი უფრო მეტ ბოჭკოს შეიცავს, ვიდრე მთელმარცვლოვანი პური.

ბოჭკოს გარდა, ბატიბუტი პოლიფენოლების წყაროცაა. ეს ანტიოქსიდანტები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სისტემის ჯანმრთელობას და შესაძლოა, ზოგიერთი სახის კიბოს განვითარების რისკი შეამციროს.

ბატიბუტის კიდევ ერთი დადებითი თვისება მისი ნოყიერებაა. ბოჭკოს მაღალი შემცველობისა და დაბალი კალორიულობის გამო, ითვლება, რომ ბატიბუტი წონის დაკლებაში გვეხმარება. დადასტურებულია, რომ იმავე რაოდენობის კალორიების მქონე ბატიბუტი ადამიანებს უფრო დიდხანს უნარჩუნებს დანაყრების გრძნობას, ვიდრე კარტოფილის ჩიფსები.


რისკები, რომლებიც ბატიბუტს უკავშირდება

ბატიბუტში შემავალმა დიაცეტილმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადება, რომელიც „პოპკორნის ფილტვების“ სახელით არის ცნობილი. „პოპკორნის ფილტვები“ იგივე ბრონქიოლიტის ობლიტერანსი, სასუნთქი გზების ანთებას იწვევს, რასაც შემდგომ სუნთქვის გაძნელება, ხველა, დაღლილობა და ქოშინი მოსდევს.

ტერმინი „პოპკორნის ფილტვები“ პირველად 2000-იან წლებში დამკვიდრდა, როცა პოპკორნის ქარხანაში მომუშავე რამდენიმე ადამიანს ქიმიური ნივთიერების - დიაცეტილის ჩასუნთქვის შედეგად ფილტვების დაზიანება აღენიშნათ.

ამასთან, დიაცეტილი ნივთიერებაა, რომელიც მიკროტალღურ ღუმელში მომზადებულ ბატიბუტს კარაქის არომატს აძლევს — ის ყველში, კარაქში, იოგურტსა და ღვინოშიც გვხვდება და სრულიად უვნებელია. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა დიაცეტილი დიდი რაოდენობით გამოიყენება.

***

სიმინდის კალორიულობა მომზადების წესის მიხედვით

მზესუმზირა ჯანმრთელობისთვის - კნატუნის მინუსები და პლუსები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფეტვის სასარგებლო თვისებები და მომზ...

ფეტვის სასარგებლო
თვისებები

ბადრიჯანი - სასარგებლო და სამკურნალ...

ბადრიჯანი - სასარგებლო და
სამკურნალო თვისებები

ერბოს თვისებები - სასარგებლოა თუ არ...

ერბოს მომზადება

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი