სილამაზე/ჯანმრთელობა

ჟელატინის სამკურნალო თვისებები

fun time

15:07 სამ. 27 მაისი

ჟელატინის სამკურნალო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ბევრისთვის ჟელატინი მხოლოდ ბლომანჟეს ერთ-ერთი ინგრედიენტია და არ იცის, რომ ეს უბრალო პროდუქტი ნამდვილ სასწაულებს ახდენს! ამ სტატიაში ჟელატინზე და მის სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ.

1. რა არის ჟელატინი?

ჟელატინი (ლათ. Gelatus "გაყინული") ცხოველური წარმოშობის ჟელესებრი ცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც მიიღება ძვლებისა და გარკვეული ქსოვილების წყალში ხარშვის შედეგად. ჟელატინი დიდი რაოდენობით კოლაგენს შეიცავს (ბოჭკოვანი ცილა, რომელიც ორგანიზმში ცილოვანი უჯრედების საშენ მასალად გამოიყენება). ამ პროდუქტში ბევრი ამინომჟავა შედის, ამიტომ ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

2. როგორ მივიღოთ ბუნებრივი ჟელატინი?

საკვები ჟელატინი ორი სახეობისაა: ცხოველური წარმოშობის, რომელიც ძვლებისა და ხრტილების ხანგრძლივი ხარშვის შედეგად მიიღება და მცენარეული, რომელიც პექტინისგან მზადდება. ის ცხოველური წარმოშობის ჟულატინზე ძვირია.

ბუნებრივი ჟელატინის მისაღებად ძვლის ბულიონის მოხარშვა მოგიწევთ (1 კგ ძვალი 4-5 ლიტრ წყალში). შეგიძლიათ ძვლები წინასწარ გამოაცხოთ, შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე, 48 საათი ხარშოთ. თუ სახლიდან გასვლა გიწევთ, შეგიძლიათ ძვლების ხარშვა შეწყვიტოთ და სახლში დაბრუნების შემდეგ გააგრძელოთ.
წყალში დაამატეთ 1 ს.კ. მარილი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი — ეს დაგეხმარებათ, რომ ძვლებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.
48-საათიანი ხარშვის შედეგად მიღებული ბულიონი გაანაწილეთ 200–250 მლ-იან ულუფებად და გაყინეთ.

3. ჟელატინი ჯანმრთელობისთვის

ასაკის მატებასთან ერთად სხეული გარკვეულ ამინომჟავებს ნაკლებად აწარმოებს. მათ შორის ერთ-ერთია ჟელატინის ძირითადი შემადგენელი გლიცინი. მისი დეფიციტის გამო ბევრ ხანდაზმულ ადამიანს უძილობა, ნაწლავების პრობლემები და სახსრების ტკივილი აწუხებს.

გარდა ამისა, ჟელატინი:

  • ძვლის ზრდის დაჩქარებას უწყობს ხელს.
  • თმას, კბილებს და ფრჩხილებს გაძლიერებაში ეხმარება.
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკას ახდენს.
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მუშაობას აწესრიგებს.
  • ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აჩქარებს.
  • კუნთებს აძლიერებს.
  • ებრძვის კანის დაბერებას და იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან. ის კანისთვის ძირითადი „სამშენებლო მასალაა“ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის განახლებაში. თუ კანის მოდუნება შენიშნეთ, მენიუში ჟელატინით მდიდარი პროდუქტები ჩართეთ.
  • არეგულირებს შიმშილის ჰორმონებს (გლიცინის დახმარებთ) — ეს კი დიდი უპირატესობაა მათთვის, ვინც წონის დაკლებას ცდილობს.

4. ჟელატინის შემადგენლობა

ჟელატინი ორი უმნიშვნელოვანესი ამინომჟავისგან: გლიცინისა და პროლინისგან შედგება.

პროლინის ფუნქციებია:

✓ გლიცინთან ერთად მონაწილეობს კოლაგენისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნაში;
✓ ხელს უწყობს ცილების დაშლას;
✓ აჩქარებს უჯრედების რეგენერაციასა და ზრდას;
✓ ინარჩუნებს კუნთოვან ქსოვილს;
✓ იცავს კუჭ-ნაწლავის სისტემას დაზიანებებისგან და აღადგენს ნაწლავებს.

ესეც სცადეთ:

ჟელატინისა და ნახშირის ნიღაბი შავი წერტილებისთვის

მარცვლეული, რომელიც თითქმის ყველაფრის სამკურნალოდ გამოიყენება

ერბოს თვისებები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბატიბუტის თვისებები - გემრიელი ხემს...

ბატიბუტის თვისებები

ფეტვის სასარგებლო თვისებები და მომზ...

ფეტვის სასარგებლო
თვისებები

ბადრიჯანი - სასარგებლო და სამკურნალ...

ბადრიჯანი - სასარგებლო და
სამკურნალო თვისებები

ერბოს თვისებები - სასარგებლოა თუ არ...

ერბოს მომზადება

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი