სილამაზე/ჯანმრთელობა

მსოფლიოს 5 უმდიდრესი ქალი, ვინც პლასტიკურ ქირურგიასა და კოსმეტიკურ პროცედურებს უარი უთხრა

fun time

17:02 პარ. 27 იანვარი, 2023 წელი

ფრანსუაზა
ბეტანკურ-მეიერსი

14
დაკოპირებულია

ყველა ქალს სურს, რომ ლამაზი იყოს, ელეგანტურად და მოდურად ეცვას და თავისი გამოჩენით გარშემო მყოფებს აბედნიერებდეს. ვიღაცას ჰგონია, რომ ფულით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, რომ ცნობილი დიზაინერების სამოსს, პლასტიკურ ან კოსმეტიკურ ოპერაციას და ძვირად ღირებულ სალონებში ვიზიტებს მახინჯი იხვის ჭუკის მზეთუნახავად ქცევა შეუძლია. ნახეთ მსოფლიოს ხუთი უმდიდრესი ქალი, რომელიც უპირატესობას ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს და სხვებსაც იმავეს ურჩევს.

ჟაკლინ მარსი

გვარითაც მიხვდებით, რომ ეს ქალბატონი ცნობილ Mars Corporation-თან ასოცირდება.

ჟაკლინი ამერიკული ტკბილეულის კომპანია Mars-ის აქციების მესამედს ფლობს. კომპანია 1911 წელს მისმა ბაბუამ დააარსა, რომელმაც შვილთან ერთად 1923 წელს Milky Way-ც შეისყიდა.

ახლა ჟაკლინი 80 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება - მოვლილი თმა, ბუნებრივი მაკიაჟი და ელეგანტური ტანსაცმელი. ჟაკლინი დარწმუნებულია, რომ სილამაზისთვის ეს სრულიად საკმარისია. ქალი დიდ დროს უთმობს ოჯახს და ქველმოქმედებას.

კრისტი უოლტონი

ეს ქალბატონი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული სააქციო კორპორაცია Walmart-ის დამფუძნებლის ვაჟის ქვრივია და თანამედროვეობის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად ითვლება.

კრისტი უოლტონი მთელ მსოფლიოში 7200 მაღაზიას ფლობს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ უოლტონს მძიმე მისია - საოჯახო ბიზნესის გადარჩენა დაეკისრა, თუმცა მან გამოწვევასაც გაუძლო და თავისი ქონებაც გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკურ ქირურგებსა და კოსმეტოლოგებს არ სწყალობს, 70 წელს გადაცილებული კრისტი შესანიშნავად გამოიყურება და პოზიტივს ასხივებს.

ელის უოლტონი

ეს კომპანია Walmart-თან დაკავშირებული კიდევ ერთი ქალბატონია. ელისი კომპანიის დამფუძნებლის - სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც მამის ქონებას 2 ძმასთან ერთად ინაწილებს. მისი ქონება 70 მილიარდ დოლარს აღწევს.

ელისს პლასტიკური ქირურგისთვის არასოდეს მიუმართავს და ეს არც სჭირდება - 70 წელს გადაცილებული ქალბატონი მუშაობას აგრძელებს და მშვენივრად გამოიყურება. ის ხელოვნებითაა გატაცებული და 2011 წელს ამერიკული ხელოვნების მუზეუმი Crystal Bridge-იც გახსნა.

ჯულია კოხი

მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ქირურგისთვის არასოდეს მიუმართავს, 60 წლის ჯულია თავისი ასაკის კვალობაზე შესანიშნავად გამოიყურება.

2019 წელს ქმრის, ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის, კომპანია, Koch Industries-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დევიდ კოხის გარდაცვალების შემდეგ, მისი ბიზნესი მემკვიდრეობით მიიღო და დღემდე ბრწყინვალედ მართავს.

ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი

ვერავინ იფიქრებს, რომ ეს ქალბატონი უკვე 69 წლისაა. ის L’oreal-ის დამფუძნებლის – ეჟენ შილერის შვილიშვილია. ფრანსუაზა ბრენდის 33 %-ს ფლობს და ოჯახის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ხელმძღვანელობს.

ის ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა არ ცდილობს შთაბეჭდილება პლასტიკური ქირურგიის მიღწევებით ან ეფექტური მაკიაჟით მოახდინოს. ფრანსუაზა უბრალოდ, ელეგანტურია და თავდაჯერებას გამოხატავს.

აქვე ესეც საინტერესოა:

ყველაზე უცნაური პლასტიკური ოპერაციები

5 ყველაზე ლამაზი ქალი კაცობრიობის ისტორიაში

ქალები, რომლებმაც სიკვდილზე გაიმარჯვეს

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები