სილამაზე/ჯანმრთელობა

ყველაზე უცნაური პლასტიკური ოპერაციები

fun time

14:00 პარ. 15 აპრილი, 2022 წელი

უცნაური პლასტიკური
ოპერაციები

14
დაკოპირებულია

ქირურგიული ჩარევა, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ადამიანის გარეგნულ მხარეს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ძირითადი მიღწევაა, მაგრამ პლასტიკური ოპერაციები, რომლებსაც ამ ჩამონათვალში ნახავთ, ცოტა დამაბნეველი და აუხსნელია.

ქვემოთ მოცემული ფასები შესაძლოა, შეცვლილი იყოს, თუმცა ზოგად წარმოდგენას მაინც შეგიქმნით, თუ რა ჯდება „სილამაზე“...

კუნთების იმპლანტაცია. ღირებულება: $7500-14 000.

თუკი ბუნებამ კუნთების იმ რელიეფით არ დაგაჯილდოვათ, რომელიც გსურთ, რომ გქონდეთ, გამოსავალი უკვე არსებობს!

ყურების კორექცია „ელფისებურად“. ღირებულება: $1700-2000.

ოპერაცია შედარებით მარტივია. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით. ოპერაციის შემდეგ ყურების ნორმალურ ფორმას ვეღარ დაიბრუნებთ.

ნეკნების ამოჭრა წელის დაწვრილების მიზნით. ღირებულება: $10 000-15 000.

როგორც არ უნდა გადაიჭიმოთ კორსეტი წელის გარშემო, მაინც რჩება ადგილები, რომლებიც კორსეტის ქვეშ არ იმალება და ამას თან სდევს დისკომფორტის შეგრძნება. თუმცა, ნეკნები არა მხოლოდ იმისთვის აქვს ადამიანს, რომ კორსეტის ჩაცმას შეუშალოს ხელი, არამედ ის ამაგრებს კუნთებს და იცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს. ასე რომ, დაფიქრდით, ღირს თუ არა მათი სხეულიდან მოშორება.

ფეხის თითების კორექცია. ღირებულება: $1800-2200.

ამ ხერხს ხშირად მიმართავენ იმისთვის, რომ სასურველი ფეხსაცმელი ზუსტად მოერგოთ ან, უბრალოდ, ფეხის თითების დამოკლება სურთ.

პატარა „ღრმული“ ლოყაზე. ღირებულება: $2000-5000.

ალბათ, ბევრჯერ შეგინიშნავთ პატარა „ღრმული“ ლოყაზე. ის გარეგნობის ერთ-ერთ ლამაზ მახასიათებლად ითვლება, განსაკუთრებით კი აზიის ქვეყნებში. თუკი გსურთ, რომ გაღიმება ლოყაზეც შეგემჩნათ, სულ რაღაც ნახევარსაათიანი ოპერაციის შემდეგ თქვენს ოცნებას სისრულეში მოიყვანთ.

ფეხების დაგრძელება. ღირებულება: $5000-6000.

ამ რთული ოპერაციის შედეგად თქვენ შეძლებთ სიმაღლეში 6-7 სანტიმეტრის მომატებას. ოპერაცია ჯერ ერთ ფეხზე კეთდება და ორი თვის შემდეგ - მეორეზე. ოპერაციის შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდიც საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივია.

ენის დათხელება. ღირებულება: $1500-2000.

მორიგი პლასტიკური ოპერაცია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. ენაზე დადებული სწორკუთხა ბადე გემრიელ შეგრძნებებს ბლოკავს და საკვების მიღების დროს ძლიერ ტკივილს გაგრძნობინებთ. იმისთვის, რომ შიმშილმა ფატალური შედეგი არ გამოიწვიოს, პაციენტმა უნდა შეიძინოს სპეციალური სითხე, რომელიც ვიტამინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებს შეიცავს.

თმის რაოდენობის მომატება სხეულზე. ღირებულება: $200-დან.

როდესაც ქალბატონები გამუდმებით ფიქრობენ იმაზე, როგორ განთავისუფლდნენ ჭარბთმიანობისგან და ამისთვის ხშირად იკეთებენ ეპილაციას, მამაკაცების საზრუნავი მკერდზე თმების რაოდენობის მომრავლებაა.
ამ შემთხვევაში სანუკვარი „ვარცხნილობის“ გაკეთებას სხეულზე ქირურგიული დახმარებით შეძლებთ.

მუხლებზე კანის ლიფტინგი. ღირებულება: $8000-9000.

ყველასთვის ცნობილია ფაქტი, რომ მუხლები ერთ-ერთი პრობლემური ზონაა. კოკო შანელი მას ადამიანის სხეულის ყველაზე ულამაზო ადგილად მიიჩნევდა და ყოველთვის ცდილობდა, ისინი დაემალა. თვითონ ოპერაციაში რთული არაფერია, მთავარი ოპერაციის შემდგომი პერიოდია. დარჩენილი იარები მუხლებზე გაცილებით ულამაზოა, ვიდრე ნაკეცები, რომლებიც მოიშორეთ.

ინექცია ქუსლებში. ღირებულება: $500-1500.

ვისაც ერთხელ მაინც ჩაუცვამს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ის ადვილად მიხვდება, რა შეიძლება გახდეს ტანჯვისა და ტერფის ტკივილის მიზეზი. რა თქმა უნდა, შეიძლება ქუსლიანი ფეხსაცმელი დაბალძირიანი და მოხერხებული „ბალეტკებით“ შევცვალოთ, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა უფრო რადიკალურადაც შეიძლება. ქუსლში სპეციალური ბიო-გელის ინექციით იქმნება რბილი ბალიში, რომელიც, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი დაგავიწყებთ მაღალი ქუსლებით გამოწვეულ ტკივილს.

ამის შესახებ იცოდით? 👇

როგორ ჩაატარეს სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია სსრკ-ში?

10 კოსმეტიკური მითი, რომელიც დროა, დაივიწყოთ!

ფეხების 9 პრობლემა, რომელიც სერიოზულ დაავადებებზე მიანიშნებს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები