სილამაზე/ჯანმრთელობა

10 კოსმეტიკური მითი, რომელიც დროა, დაივიწყოთ!

fun time

14:00 ორშ. 4 იანვარი, 2021 წელი

10 მითი სახის მოვლაზე

14
დაკოპირებულია

თავის სწორად მოვლა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ხშირად შეიძლება, გავრცელებული მითების ტყვეობაში მოხვდეთ, რომლებსაც თაობები უჯერებდნენ. აი, მაგალითად:

❌მითი 1: ტონალური კრემი სახის კანს აბერებს

სინამდვილეში, ტონალური კრემი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახის კანის დაცვის თვალსაზრისით და კანს გარემოს მავნე ზეგავლენისგან იცავს: მზე, მტვერი, ქარი. კარგი ხარისხის ტონალური კრემი დაბერების პროცესს ანელებს.

❌მითი 2: არსებობს კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ფორებს ავიწროებს

ნუ დაუჯერებთ რეკლამას! სინამდვილეში, სახეზე ფორების ზომა მხოლოდ ცხიმის გამომუშავებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ე.წ. საშუალებებს ფორების გაფართოებასთან საბრძოლველად მხოლოდ ვიზუალური ეფექტი აქვს.


❌მითი 3: სპირტზე დამზადებული საშუალებები სახის კანს აშრობს

რა თქმა უნდა, თუკი მთელ სახეს სპირტით იწმენდთ, კანი გამოგიშრებათ. თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია გვთავაზობს სპირტზე დამზადებულ კოსმეტიკურ პროდუქციას, რომლის მოხმარება კანს საფრთხეს არ უქმნის და მავნედ არ მიიჩნევა. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ მსგავსი პროდუქციის მოხმარება.


❌მითი 4: ცელულიტი მიღებული სითხის რაოდენობაზეა დამოკიდებული

მიღებული წყლის რაოდენობა ცელულიტის განვითარებაზე ან პირიქით, მის შემცირებაზე არ მოქმედებს. დალიეთ წყალი, რათა იყოთ ჯანმრთელი, განსაკუთრებით, თუკი სპორტით რეგულარულად ხართ დაკავებული. ცელულიტის მოშორებაში ვარჯიშები, სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი დაგეხმარებათ.


მითი 5: აკნეს გაჩენის მიზეზი ჭუჭყია

სინამდვილეში, კანზე გამონაყარის წარმოქმნას ცხიმოვანი ჯირკვლების ბლოკირება უწყობს ხელს. ასევე, აკნე იმ შემთხვევაშიც ჩნდება, როდესაც კანი ცხიმს დიდი რაოდენობით გამოყოფს. სწორედ ამიტომ, ბაქტერიები სწრაფად მრავლდება და კანზე იწყება ანთებითი პროცესი. გამონაყარის თავიდან ასაცილებლად საგულდაგულოდ უნდა მოუაროთ კანს და აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს. ასევე, დაივიწყეთ ხშირი დაბანა, რაც სიტუაციას მხოლოდ და მხოლოდ ართულებს.


მითი 6: ყინულით სახის კანის დაბანა კანს უხდება

ალბათ, ბევრისგან გსმენიათ რეკომენდაცია სახის კანზე ყინულის კუბიკების წასმის შესახებ. გავრცელებული აზრით, ყინული ასუფთავებს და მბზინვარებას მატებს კანს, თუმცა, მათ, ვისაც სისხლძარღვები სუსტი და სახის კანთან მიახლოებული აქვთ, უმჯობესია, ეს პროცედურა დაივიწყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს სახეზე სისხლძარღვების ბადე გაჩნდება.


მითი 7: მანიკიურის ხშირად გაკეთება ფრჩხილებს აზიანებს

დაივიწყეთ გავრცელებული აზრი, რომ თითქოს ფრჩხილებს „სუნთქვა“ სჭირდება. სინამდვილეში, მანიკიურის გარეშე ფრჩხილი იღებს მიკროდარტყმებს. ხოლო თუკი ვიტამინების შემცველ მანიკიურს ხშირად წაისვამთ, ფრჩხილები გაგიმაგრდებათ. მთავარია, ხარისხიანი მანიკიური შეარჩიოთ.


მითი 8: სახის მასაჟი დაბერების პროცესს აჩქარებს

ამ დროს კი პირიქით - სახისა და კისრის მასაჟი აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და წარმოქმნის ლიფტინგის ეფექტს. მსოფლიო ვარსკვლავები რეგულარულად მიმართავენ სახის მასაჟს, რათა პლასტიკური ქირურგია თავიდან აიცილონ.

მითი 9: თმის ბოლომჭამელებს თევზის ქონი ან აბუსალათინის ზეთი შველის.

შესაძლოა, ძალიან გვსურდეს, მაგრამ არ არსებობს საშუალება, რომელიც თმის გაყოფილ ბოლოებს „შეაერთებს“. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ - მივიღოთ შესაბამისი ვიტამინები და თმის დაზიანებული ბოლოები მოვიჭრათ ანუ განვიახლოთ ვარცხნილობა.


მითი 10: თავის დაბანა ყოველდღე არ შეიძლება

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, ამგვარი წესი აშკარად მუშაობდა, რადგან ჩვენი წინაპრები თავს არადელიკატური საშუალებებით იბანდნენ. ახლა, ტრიქოლოგები გვირჩევენ, თავი საჭიროებისამებრ დავიბანოთ.


ფოტო Raphael Lovaski


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი