ურთიერთობა

ქალები, რომლებმაც სიკვდილზე გაიმარჯვეს

funtime

18:00 ორშ. 20 სექტემბერი

ქალები, რომლებმაც
სიკვდილზე გაიმარჯვეს
14
დაკოპირებულია

ჩვენ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, ფენიქსის მსგავსად, ფერფლიდან აღდგომის საოცარი ძალა აქვთ...

ტურია პიტი

24 წლის წარმატებული ავსტრალიელი სამთო-ინჟინერი, ფოტომოდელი, სპორტსმენი და „მის ავსტრალიის“ კონკურსანტი 2011 წელს დასავლეთ ავსტრალიაში მარათონულ გარბენში მონაწილეობდა, რომელიც მისთვის საბედისწერო გამოდგა.

გარბენის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ტურია სტეპის ხანძრის კერაში აღმოჩნდა და სხეულის 70% დაეწვა.

ტურიამ მარცხენა ხელის თითები და მარჯვენა ხელის მტევანი დაკარგა და მოგვიანებით, ფეხიც მოჰკვეთეს. კანის გადანერგვის ათობით ოპერაციის დროს, მოდელის გვერდით საყვარელი მამაკაცი მაიკლ ჰოსკინი იმყოფებოდა. განსაცდელში ჩავარდნილი გოგონას გამო, რომელსაც დამოუკიდებლად ჭამა, დაბანა და საპირფარეშოში სიარულიც კი არ შეეძლო, მაიკლმა სამსახური შეიცვალა და მთელ დროს მასთან ატარებდა.

საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით გაძლიერებული ტურია სარეაბილიტაციო პერიოდის დასრულების შემდეგ საქმიანობას დაუბრუნდა. „ხანძარმა გამხადა უფრო მადლიერი ყველაფრისთვის, რაც მაქვს. ადრე ამდენ რამეზე არ ვფიქრობდი, როცა ჩემს ბოიფრენდთან ერთად, დასაძინებლად ვწვებოდი. ახლა ვფიქრობ, როგორ გამიმართლა, რომ ამ საოცარ ადამიანთან ვარ. მას ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ“, - დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფოტომოდელმა.

ტურიას და მაიკლს ორი შვილი ჰყავთ.

მალალა იუსუფზაი

ეს პაკისტანელი გოგონა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ნობელის პრემიის ლაურეატია. ის 11 წლის ასაკში „ბიბისის“ ბლოგერი გახდა. გოგონა თალიბანის რეჟიმის დროს გოგონების განათლების უფლებებზე წერდა.

როგორც ცნობილია, ისლამისტური ორგანიზაცია პაკისტანელ გოგონებსა და ქალებს განათლების მიღებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას უკრძალავდა, ამიტომ მალალა თალიბანის სამიზნედ იქცა.

2012 წელს, როცა მალალა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, თალიბებმა თავში ორჯერ ესროლეს! სასწაულებრივად გადარჩენისა და გამოჯანმრთელების შემდეგ, მალალამ ქალთა განათლების უფლებისთვის ბრძოლა გააგრძელა.

2013 წელს გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „მე მალალა ვარ“, რომელიც მაშინვე პოპულარული გახდა. ამჟამად, ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, მშობლებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

„მოსწავლე, მასწავლებელი, წიგნი და კალამი - აი, რა შეცვლის მსოფლიოს. განათლება ერთადერთი გამოსავალია“, - ამბობს მალალა.


ბეთანი ჰამილტონი (Bethany Hamilton)

ბეთანი ბავშვობიდან სერფინგით იყო გატაცებული და 8 წლის ასაკში უკვე იმედის მომცემი სპორტსმენი გახლდათ.

2003 წლის 31 ოქტომბერს 13 წლის ბეთანი ჰავაის ერთ-ერთი კუნძულის სანაპიროზე სასერფინგოდ წავიდა. მშვენიერი ამინდი იყო და თითქოს უბედურებასაც არაფერი მოასწავებდა.

ცურვით დაღლილი გოგონა სერფინგის დაფაზე იწვა და მარცხენა ხელი წყალში ჰქონდა ჩაყოფილი, როცა ზვიგენი დაესხა თავს!

მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა ხელი დაკარგა და აუტანელ ტკივილს გრძნობდა, გოგონამ ნაპირამდე მისვლა მოახერხა. საავადმყოფოდან გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ ბეთანიმ ისევ ზღვაში შეცურა, ერთი წლის შემდეგ კი სერფინგის დაფაზე იდგა და საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობდა.

ამჟამად, ბეთანი ჰამილტონი აშშ-ის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს ეხმარება. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

🔰:

ტოპ 5 სერიალი ძლიერ ქალებზე

მსოფლიოს 7 ყველაზე უიღბლო ქალის დაუჯერებელი ამბავი

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სსრკ-ის უკანასკნელი მოქალაქე, რომელ...

კოსმონავტი სერგეი
კრიკალევი

5 ქალი, რომლებსაც სახელი და დიდება...

ამერიკელი მხატვარი
მარგარეტ კინი

რატომ არ სურდა უინსტონ ჩერჩილს ელის...

უინსტონ ჩერჩილი და
ელისაბედ მეორე

რატომ უთხრა უარი სიყვარულზე პეტრე ჩ...

ილია ჭავჭავაძე და საშა
ჩაიკოვსკაია

„მეგობარს ვუთხრა, რომ ქმარი ღალატობ...

როგორ მოვიქცეთ, თუ
გავიგეთ, რომ ახლობელ
ადამიანს ღალატობენ?

კაცი, რომელმაც ცოლის გამო საკუთარი...

იან აშერი

უნივერსიტეტის კედლებში ჩაყოლილი სიყ...

ივანე ჯავახიშვილი და
ანასტასია
ჯამბაკურ-ორბელიანი

„მანანა ვარ, იცოდეთ, სხვებში არ შეგ...

მანანა სარაჯიშვილის
ბავშვობის ფოტოები

რატომ არის მიტოვებული „ტიტანიკის“ ი...

პიტერ ვიდენერის სასახლე