საკნატუნო ამბები

ტოპ 5 სერიალი ძლიერ ქალებზე

სალომე ჩაჩიბაია

16:00 კვი. 31 იანვარი, 2021 წელი

კლერი

14
დაკოპირებულია

რას ნიშნავს ძლიერი ქალი? სხვადასხვა დროსა თუ სივრცეში, სხვადასხვა ქალის მიერ ეს განსხვავებულად აღიქმება. ამ ბლოგში წარმოდგენილი სერიალების მთავარი გმირები ძლიერი ქალები არიან, თუმცა თითოელი მათგანის ძალა სხვადასხვა რამით გამოიხატება:

  1. სკანდალი/SCANDAL (2012 წ. აშშ.)

თუ აპირებთ, თქვენი ცხოვრება პოლიტიკას დაუკავშიროთ, გაიცანით ოლივია პოუპი - ქალი გლადიატორი პიჯაკში. ადრე ის აშშ-ს პრეზიდენტზე მუშაობდა. შემდეგ ანტიკრიზისული სააგენტო შექმნა, რომლის მიზანია - გაუმკლავდეს და აღმოფხვრას მაღალჩინოსანი კლიენტების პრობლები, სანამ მათ საზოგადოება გაიგებს. როდესაც თქვენ 24 საათის განმავლობაში წყვეტთ სხვის პრობლემებს, არ გრჩებათ დრო საკუთარი თავისთვის და საკუთარი პრობლემებისთვის.

2. ბანქოს სახლი/HOUSE OF CARDS (2013 წ. აშშ.)

ყოველი წარმატებული კაცის უკან, ძლიერი ქალი დგას! - სწორედ ასეთი ქალია კლერი - შეუბრალებელი კონგრესმენის, ფრენსის ანდერვუდის ცოლი, თუმცა ის არ არის მხოლოდ ცოლი, მით უმეტეს - ერთგული ცოლი. ერთ დღესაც პირველი ლედი ამერიკის პრეზიდენტობას გადაწყვეტს. სერიალი არის სასტიკი პოლიტიკური დრამა, გაჟღლენთილი სიხარბით, სექსითა და სიყვარულით.

3. ენნი/ANNE WITH AN E (2017 წ. აშშ.)

პიროვნება ბავშვობიდან ყალიბდება. ენი ცამეტი წლის ობოლი გოგონაა. ის ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს, მაგრამ მისი ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც შეცდომით ახალ ოჯახში გაგზავნიან საცხოვრებლად, ასაკიან შინაბერასა და მის ძმასთან. მისი თავდაჯერებულობისა და მიზანსწრაფულობის ბევრ ზრდასრულ ქალს შეშურდება.

4. გრეის ანატომია/GREY'S ANATOMY (2005 წ. აშშ.)

ელენ პომპეოს მიერ შექმნილი პერსონაჟი ნამდვილი ტრაგედიების ბუკეტია. 16 სეზონისგან შემდგარი სერიალის თითო სეზონში ერთხელ მაინც აღმოჩნდება სიკვდილის პირას. უახლოესი ადამიანები კი ამ ბუკეტის ყვავილებივით ეცლებიან ხელიდან. მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებს იყოს წარმატებული ექიმი, კარგი ცოლი და დედა.

5. ეს ჩვენ ვართ/THIS IS US (2016 წ. აშშ)

ბეტი არც პრეზიდენტის საყვარელია, არც გავლენიანი პერსონა და არც კარიერისტი ექიმი. ის ჩვეულებრივი ქალია. ძლიერი ქალი, რომელიც ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტშიც კი ფიქრობს სამ შვილზე და ცდილობს იყოს იდეალური დედა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს