სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავიკლოთ წონაში პროტეინებით - საკვები დანამატის სარგებელი, უკუჩვენება და დანიშულება

fun time

12:00 შაბ. 5 აგვისტო, 2023 წელი

პროტეინების სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

პროტეინი (Protein), იგივე ცილა ორგანული ნივთიერებაა, რომელიც ამინომჟავების ჯაჭვისაგან შედგება. პროტეინი ქსოვილების ზრდას, აღდგენასა და ჩანაცვლებას ეხმარება. 

 

პროტეინის შემცველი საკვებია:

  • კვერცხი
  • ხორცი
  • თევზი
  • ზღვის პროდუქტები
  • რძე და რძის პროდუქტები ხაჭო, ყველი, იოგურტი
  • პარკოსნები
  • მარცვლეული
  • სოიოს პროდუქტები და ა.შ.

პროტეინის ფხვნილი

როგორც წესი, საკვებიდან მიღებული ცილა ორგანიზმისთვის საკმარისია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში (ავადმყოფობა, სპორტული ვარჯიში, ორსულობა და ძუძუთი კვება) მეტი ცილა გვჭირდება. ასეთ შემთხვევებში ხშირად პროტეინის ფხვნილი შეაქვთ რაციონში.

სხეულში მოხვედრისას პროტეინის ფხვნილი ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც საკვებში არსებული ცილა - ამინომჟავებად იშლება და ენერგიის წარმოებისთვის, ფერმენტებისა და ახალი ქსოვილების შესაქმნელად გამოიყენება.

პროტეინს არაფერი აქვს საერთო ისეთ საშიშ წამლებთან, როგორიცაა ანაბოლური სტეროიდები, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელიც დაახლოებით იმავე მიზნებისთვის გამოიყენება.

პროტეინი წონის კლებაშიც გვეხმარება, რადგან ის:

  • ამცირებს შიმშილის გრძნობას,
  • ზრდის ჰორმონების რაოდენობას, რომლებზეც დამოკიდებულია დანაყრების შეგრძნება.
  • დასვენების დროს ენერგიის ხარჯვას ზრდის: ცილების გადამუშავებისთვის ორგანიზმმა საკვებიდან მიღებული ენერგიის 20-30% უნდა დახარჯოს.
  • წონის კლების დროს, ცხიმის გარდა, კუნთოვანი მასის გარკვეულ ნაწილსაც ვკარგავთ, პროტეინი კი კუნთოვანი ქსოვილის შენარჩუნებასა და მეტაბოლიზმის გააქტიურებაში გვეხმარება.

ვისთვის არ შეიძლება პროტეინის მიღება?

თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების დროს დიდი რაოდენობით ცილის მიღება დაუშვებელია - ამით ქვების წარმოქმნის რისკი იზრდება. უარყოფითი ეფექტის შემცირება დიდი რაოდენობის წყლის მიღებით შეიძლება, თუმცა, ჯობს საკვები დანამატის მიღებამდე რჩევა ექიმს ჰკითხოთ.

რომელი პროტეინი ავირჩიოთ?

ჯერ უნდა გადაწყვიტოთ, რატომ რთავთ პროტეინს თქვენს რაციონში.

პროტეინი წარმოშობის მიხედვით, სხვადასხვა სახეობად იყოფა:

კაზეინი ცილაა, რომელიც რძისგან მიიღება. ის დიდი რაოდენობით კალციუმს და ფოსფორს შეიცავს. ორგანიზმი ამ სახეობას ადვილად ითვისებს და ანელებს შიმშილის შეგრძნების გაჩენას.

შრატის ცილაც ასევე ძროხის რძისგან მზადდება. ის წონის კლებისა და კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად გამოიყენება, ამასთან ძალიან ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ წონის დაკლებისთვის შრატის ცილაზე უკეთესი საქონლის ხორცია.

კვერცხის ცილა ორგანიზმის მიერ თითქმის მთლიანად შეიწოვება და შიმშილს გრძნობას დიდი ხნის განმავლობაში თრგუნავს, თუმცა, ის ყველაზე ძვირია.

ბარდის ცილა ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის მშვენიერი არჩევანია, ისევე, როგორც სოიოს და ბრინჯის ცილა. კოლაგენის პროტეინი კუნთების ბოჭკოების, მყესების, კანისა და სახსრების აღდგენისთვის ამინომჟავების ოპტიმალურ რაოდენობას შეიცავს.

ცალკე აღვნიშნავთ, რომ პროტეინების სახეობები სქესის მიხედვით არ განსხვავდება. შრატის, რძის და კვერცხის პროტეინები ორივე სქესისთვის საუკეთესოდ ითვლება.

როგორ მივიღოთ პროტეინი?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოთვალოთ რამდენ ცილას მოიხმართ საკვებთან ერთად. 1 კგ სხეულის მასაზე დღეში 1-1,6 გრ ცილა უნდა მიიღოთ. საშუალოდ კი ქალებისთვის ნორმა - 60-90 გრ-ია, მამაკაცებისთვის - 80-150 გრ.

პროტეინის ფხვნილი სწორედ ცილის ნაკლებობის დროს მიიღება. პროტეინის მიღება დღეში სამჯერ შეიძლება, დანარჩენის მიღება სასურველია ჩვეულებრივი პროდუქტებისგან.

კუნთოვანი მასის გასაზრდელად უმჯობესია პროტეინი ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე ან ვარჯიშიდან ერთი საათის განმავლობაში მიიღოთ.

წონის დაკლებისთვის კი სასურველია დაძინებამდე 1 საათით ადრე, ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე ან ვარჯიშის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში ან შიმშილის გრძნობისას.

ცილოვანი დიეტების დაწყება უმჯობესია, დიეტოლოგთან ან თერაპევტთან შეათანხმოთ.

პროტეინის კოქტეილი

პროტეინის კოქტეილის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთახის ტემპერატურის წყალი, წვენები ან რძე.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში